მთავარისიახლეებიპოლიტიკაგიორგი გახარიამ ხვალ პარლამენტში მისვლაზე უარი განაცხადა. დღეს პრემიერი დაიმალა. ანუ...

გიორგი გახარიამ ხვალ პარლამენტში მისვლაზე უარი განაცხადა. დღეს პრემიერი დაიმალა. ანუ მივიღეთ რემიქსი ერთი ძველი ანეგდოტისა ,,განვაგრძობთ მალვას”

Published on

შს მინისტრი პარლამენტში არ მივა. პრემიერის შემდეგ საკანონმდებლო ორგანოში მისვლის გადაწყვეტილება გიორგი გახარიამაც შეცვალა.

ოფიციალური მიზეზი, რის გამოც შს მინისტრი დეპუტატების წინაშე არ წარდგება უცნობია.

შეგახსენებთ, რომ გიორგი გახარია პარლამენტში საკუთარი სურვილით ხვალ უნდა მისულიყო. როგორც დეპუტატები ამბობენ, მინისტრი საკანონმდებლო ორგანოში მას შემდეგ გამოცხადდება, რაც გამოძიება 20 ივნისის საქმეზე პირველ შედეგებს გამოაქვეყნებს.

“მაღალი ალბათობით, ხვალ გიორგი გახარია არ მოვა პარლამენტში სწორედ იქიდან გამომდინარე, ვფიქრობ, რომ მაქსიმალური ინფორმაცია გამოძიოებასთან დაკავშირებით, როდესაც ექნება გიორგი გახარიას მაშინ მოვა, რომ ყველა საინტერესო კითხვაზე მას შეეძლოს პასუხის გაცემა,”-აცხადებს ზვიად ძიძიგური. 

რაც შეეხება პრემიერის ანგარიშს. საპარლამენტო უმრავლესობის წევრები ამბობენ, რომ სამთავრობო პროგრამაზე საუბარი მიმდინარე მოვლენების ფონზე შეუძლებელია.

„ამ თემებზე სრულფასოვანი მსჯელობა შეუძლებელია, რადგან დღევანდელმა მდგომარეობამ განაპირობა სხვა თემა და სხვა თემის აქტუალიზაცია. რეგლამენტის დარღვევაც რომ იყოს, ვფიქრობ ეს მოხსენება მთავრობის სახელმწიფოში არსებული ვითარების თობაზე, ზოგადად ანგარიში უნდა წარმოადგინოს რიგგარეშე სხდომაზე  უახლოეს პერიოდში,“-აცხადებს გია ვოლსკის.

სიახლეები

“მთავრობის მესენჯერი” აიყვანეს – რიჟვაძის საქმეზე ალექს ახვლედიანია დაკავებული

აჭარის მთავრობის ყოფილი თავმჯდომარე, თორნიკე რიჟვაძე საგარეჯოს „ჯეოჰოსპიტალსიდან“, თბილისში, პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში გადმოიყვანეს. მისი...

თორნიკე რიჟვაძემ თვითმკვლელობა სცადა

აჭარის მთავრობის ყოფილმა თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ, სავარაუდოდ, თვითმკვლელობა სცადა – მან ცეცხლსასროლი იარაღით თვითდაზიანება...

ჩვენი არჩევანი ბოიკოტია,წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერია

    ჩვენი არჩევანი ბოიკოტია, ჩვენი პოზიცია შეუცვლელია. ამ რთულ და გადამწყვეტ ისტორიულ ეტაპზე, როდესაც ქართული...

საბა ბუაძე ლელოს პოლიტსაბჭოს და თბილისის ორგანიზაციის თავმჯდომარის პოსტს ტოვებს

საბა ბუაძე ლელოს პოლიტსაბჭოს და თბილისის ორგანიზაციის თავმჯდომარის პოსტს ტოვებს - გადაწყვეტილება კოალიციის ადგილობრივ...