მთავარისიახლეებიკონფლიქტებიენგურის ხიდი ცალმხრივად ჩაიკეტა

ენგურის ხიდი ცალმხრივად ჩაიკეტა

Published on

ენგურის ხიდზე 20:00 საათიდან მოძრაობა ცალმხრივად ჩაიკეტა.გადაწყვეტილება აფხაზურმა მხარემ, მიიღო.დე-ფაქტო ხელისუფლების გადაწყვეტილებით, აფხაზეთიდან ზუგდიდში არ გამოატარებენ ადამიანებს, ხოლო აფხაზეთში გადასვლის უფლება ექნებათ ე.წ. აფხაზური პასპორტების ან მიწვევის მქონე პირებს.

ენგურის ხიდზე მიმოსვლის ორმხრივად აკრძალვა აფხაზეთის ე.წ. პარლამენტმა 25 ივნისის სხდომაზე მოითხოვა და ე.წ. პრეზიდენტს, რაულ ხაჯიმბას მიმართვა გაუგზავნა.

ე.წ. აფხაზური პარლამენტი, „სახალხო კრება“ მიზეზად საქართველოს პარლამენტის წევრის, აკაკი ბობოხიძის მიერ რუსეთის დუმის დეპუტატის, სერგეი გავრილოვისადმი გამოთქმულ სიტყვებს ასახელებს. გარდა ამისა, მათ აკაკი ბობოხიძის მიმართ სისხლის სამართლის საქმის აღძვრა მოითხოვეს.

სიახლეები

ჯეი დი ვენსი დღეს სომხეთს ეწვევა და ნიკოლ ფაშინიანს შეხვდება

აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი ჯეი დი ვენსი, მეუღლესთან ერთად, 9-10 თებერვალს ოფიციალური ვიზიტით სომხეთს ეწვევა, -...

დაცვის პოლიციის თანამშრომელმა სამსახურებრივი იარაღით თვითდაზიანება მიიყენა და გარდაიცვალა – შსს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, რაბათის ციხეში დაცვის პოლიციის ოთახში თანამშრომელი გარდაცვლილი იპოვეს. პირველადი ინფორმაციით,...

გამოვლინდა 5 მილიონი ევროს ღირებულების 59 ავტომობილის უკანონოდ შემოტანის მცდელობები

ბათუმის გაფორმების ეკონომიკური ზონის მებაჟე ოფიცრების მიერ, დაახლოებით 5 მილიონი ევროს ღირებულების, 59 ერთეული...

24 საათზე მეტია, ზუგდიდი-მესტიის მთავარ გზაზე ავტომობილებისთვის გადაადგილება აკრძალულია

24 საათზე მეტია, ზუგდიდი-მესტიის მთავარ გზაზე ავტომობილებისთვის გადაადგილება აკრძალულია. სოფელ ბარჯაშთან, ქვების სახით ჩამოსულმა მეწყერმა...