მთავარისიახლეებისაზოგადოებაზუგდიდში წამების მსხვერპლთა მხარადჭერის საერთაშორისო დღე აღნიშნეს

ზუგდიდში წამების მსხვერპლთა მხარადჭერის საერთაშორისო დღე აღნიშნეს [Video]

Published on

26 ივნისს, წამების მსხვერპლთა მხარადჭერის საერთაშორისო დღე აღინიშნება. დღეს, ზუგდიდში ასოციაცია „ქსენონის“ ორგანიზებით ამ დღესთან დაკავშირებით შეხვედრა გაიმართა. ასოციაცია „ქსენონის“ დირექტორის, ნინო ჯანაშიას განმარტებით, პროექტ“უგზო-უკვლოდ დაკარგულ პირთა ოჯახების რეაბილიტაცია და გაძლირება სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში“ ფარგლებში, მათი ორგანიზაცია წლებია მსგავსი პრობლემების მქონე ოჯახებთან მუშაობს. წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის დასავლეთ საქართველოს დაცვის და მოძიების საველე ოფიცრის ლანეტა როდონაიას თქმით, შეიარაღებული კონფლიქტის დროს ჯამში უგზო-უკვლოდ დაკარგულად 2 ათასზე მეტი ადამიანი ითვლება და მათგან 500 ოჯახი სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონიდანაა. 26 ივნისი წამების მსხვერპლთა დახმარების საერთაშორისო დღედ 1987 წლიდან გამოცხადდა და ეს დღე მთელი მსოფლიოს მასშტაბით 70-ზე მეტ ქვეყანაში აღინიშნება.

სიახლეები

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან - ინფორმაციას ჟურნალისტი არიელ ჰელვანი...

პაპუაშვილი-დღეს ევროკავშირი გადართულია საქართველოს დაზიანების კურსზე

დღეს ბრიუსელი ცდილობს რომ დააზიანოს საქართველო ყველანაირად - ეკონომიკურად, პოლიტიკურად, სოციალურად დააზიანოს ქართველი ხალხი,...

ევროკავშირი შავი ზღვის უსაფრთხოების ჰაბის შესაქმნელად 50 მლნ ევროს გამოყოფს

ევროკავშირი სამოქალაქო გემებზე თავდასხმების გახშირების ფონზე, რუმინეთ-ბულგარეთის ერთობლივი შავი ზღვის საზღვაო უსაფრთხოების ჰაბის შექმნის...

ჟურნალისტ გურამ როგავაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს 5-წლიანი პატიმრობა მიესაჯა

ჟურნალისტ გურამ როგავაზე 2024 წლის საპროტესტო აქციაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს, გურამ კირკიტაძეს, 5-წლიანი პატიმრობა...