მთავარისიახლეებისამართალითბილისის ცენტრში "iPhone +"-ის მაღაზიაზე შეიარაღებული თავდასხმა მოხდა

თბილისის ცენტრში “iPhone +”-ის მაღაზიაზე შეიარაღებული თავდასხმა მოხდა

Published on

თბილისში, პეკინის გამზირზე  “iPhone +”-ის მაღაზიაზე შეიარაღებული თავდასხმა მოხდა.   ახალგაზრდა მამაკაცი, რომელიც მაღაზიაში შეიჭრა, ცივი იარაღით იყო შეიარაღებული. ის სამართალდამცველებმა უკვე დააკავეს, თუმცა შენობიდან ჯერ არ გამოუყვანიათ. დაკავებული ჯერ კიდევ შენობაში იმყოფება. 

სამინისტროში აცხადებენ, მამაკაცი მაღაზიაში ყაჩაღობის მიზნით შეიჭრა და საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა ადგილზე დააკავეს . უწყება უარყოფს გავრცელებულ ინფორმაციას, რომ თავდამსხმელმა მძევლად მაღაზიის ერთერთი თანამშრომელი აიყვანა – მსგავს ფაქტს ადგილი არ ჰქონია.

უწყების ცნობით, გამოძიება 179-ე, ყაჩაღობის მუხლით მიმდინარეობს. 

სიახლეები

ბიძინა ივანიშვილის ადვოკატის განცხადება ამჯერად “მართულ საერთაშორისო მედიას” ეხება

ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის ადვოკატი, თემო წიქვაძე განცხადებას ავრცელებს: „მსურს საზოგადოებას მივაწოდო ინფორმაცია დაზარალებული ბიძინა...

ელენე ხოშტარია დააკავეს

კოალიცია “ცვლილებებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერი, ელენე ხოშტარია დააკავეს. ამის შესახებ “დროას“ ვიდეოდან ხდება ცნობილი. ადგილზე იმყოფებოდა...

ქრთამის სახით 650 ლარის აღების ფაქტზე სურსათის ეროვნული სააგენტოს თანამშრომელი დააკავეს

ქრთამის სახით 650 ლარის აღების ფაქტზე სურსათის ეროვნული სააგენტოს თანამშრომელი დააკავეს. ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის...

ტრამპი- იქნება ეს ბუნებრივი აირი თუ სიგარეტი, ევროპა რუსეთიდან არაფერს არ უნდა ყიდულობდეს

NATO უნდა გაერთიანდეს. ევროპა უნდა გაერთიანდეს. ნახეთ, ევროპა ჩემი მეგობარია, მაგრამ ისინი რუსეთიდან ნავთობს...