მთავარისიახლეებისაზოგადოებახიდის შესაძლო ჩაკეტვიდან გამომდინარე პრობლემებზე საუბრობენ ტაქსის მძღოლები, რომლებიც წლებია ენგურის...

ხიდის შესაძლო ჩაკეტვიდან გამომდინარე პრობლემებზე საუბრობენ ტაქსის მძღოლები, რომლებიც წლებია ენგურის ხიდზე მუშაობენ [Video]

Published on

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, 8 ივლისიდან შესაძლოა ენგურის ხიდი ჩაიკეტოს. რა შესაძლო საფრთხეები და პრობლემები შეიძლებმა აღნიშნულმა ფაქტმა გამოიწვიოს, ამ თემაზე ენგურის ხიდზე, ენგურს გაღმა მცხოვრები ქართველები ჩავწერეთ. უმრავლესობამ კომენტარის გაკეთებისგან, უსაფრთხოების მიზნით თავი შეიკავა, თუმცა პირად საუბრებში განმარტეს, რომ ხიდის ჩაკეტვა უამრავ პრობლემას შეუქმნის ისედაც ჩაკეტილ სივრცეში მცხოვრებ მოსახლეობას. ხიდის შესაძლო ჩაკეტვიდან გამომდინარე პრობლემებზე საუბრობენ ტაქსის მძღოლები, რომლებიც წლებია ენგურის ხიდზე მუშაობენ. ბოლო წლების განმავლობაში ხიდი რამდენჯერმე იყო ჩაკეტილი, რაც ენგურს გაღმა და გამოღმა მცხოვრებ დევნილ მოსახლეობას პრობლემებს უქმნიდა. სტატისტიკური მონაცემებით, ენგურს გაღმა, გალის რეგიონში დაახლოებით 65 ათასამდე ქართველი ცხოვრობს. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად დღეს აფხაზეთში ე.წ ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან აქტიურად განიხილებოდა ენგურის ხიდის დროებით ჩაკეტვის საკითხი.

სიახლეები

ისრაელის საჰაერო ძალებმა ირანში ბირთვული ობიექტს დაარტყეს

ისრაელის საჰაერო ძალებმა ირანში ბირთვული ობიექტს დაარტყეს, - ინფორმაციას ისრაელის თავდაცვის ძალები ავრცელებს. ისრაელის თავდაცვის...

ნიკოლ ფაშინიანი – შეშფოთებულები ვართ ევროკავშირსა და საქართველოს შორის ურთიერთობებში არსებული სიტუაციით

ქართული მხრიდან არანაირი თხოვნა ან მოწოდება არ ყოფილა, - ამის შესახებ სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ...

გერმანიიდან საქართველოს 60 მოქალაქე დაადეპორტეს

გერმანიიდან თბილისში სპეციალური რეისი შესრულდა, რომლითაც საქართველოს მოქალაქეების დეპორტაცია განხორციელდა. არსებული ინფორმაციით, გერმანიის ტერიტორიაზე...

ბრძოლის ველიდან გაქცევას არ ვაპირებ, ვიბრძვით გამარჯვებამდე! – თინა ბოკუჩავა

ბრძოლის ველიდან გაქცევას არ ვაპირებ, ვიბრძვით გამარჯვებამდე! - ასე პასუხობს "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე...