მთავარისიახლეებიპოლიტიკა,, ბოიკოტს ვუცხადებ საკრებულოს სხდომებს, ვიდრე არ შესრულდება თბილისში მიმდინარე აქციების...

,, ბოიკოტს ვუცხადებ საკრებულოს სხდომებს, ვიდრე არ შესრულდება თბილისში მიმდინარე აქციების მონაწილეთა მოთხოვნები” – ფოთის საკრებულოს წევრი ვახტანგ დარცმელიძე

Published on

ფოთის საკრებულოს სხდომა „ევროპული საქართველოს” წევრმა ვახტანგ დარცმელიძემ პროტესტის ნიშნად დატოვა. მისი განცხადებით, ის სხდომას არ დაესწრება, ვიდრე არ შესრულდება, თბილისში, რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციების მონაწილეთა მოთხოვნები.

,,მანამ, სანამ არ დაკმაყოფილდება რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციის მონაწილეთა მოთხოვნები, ბოიკოტს ვუცხადებ საკრებულოს სხდომებს. აუცილებლად უნდა დატოვოს თანამდებობა შს მინისტრმა გიორგი გახარიამ  და ასევე ყველა კანონდამრღვევი პოლიციელი დაისაჯოს,“- განაცხადა ვახტანგ დარცმელიძემ.

საკრებულოს თავმჯდომარე, ირაკლი კაკულია არ იზიარებს ოპოზიციის პრეტენზიებს და მიაჩნია, რომ პროცესები ოპოზიციის მიერაა მართული.

„აღნიშნულთან დაკავშირებით საზოგადოებამ დაინახა, რომ საპროტესტო აქციაზე, ვიხილეთ და მოვისმინეთ სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართული განცხადებები. ,,ევროპული საქართველოს“ და ,,ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერები მოუწოდებდნენ შეკრებილებს პარლამენტში შესვლას. ეს იყო კანონის საწინააღმდეგო ქმედება. ეს ქვეყანა ჩვენია, ყველასია, ამიტომ ცოტა პასუხისგებლობით უნდა მოეკიდო. ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები იყვნენ მაპროვოცირებლები სამოქალაქო მღელვარების. ყველაფერს შეისწავლის შესაბამისი უწყება,“- განუცხადა ჟურნალისტებს ირაკლი კაკულიამ.

სიახლეები

ირაკლი კობახიძე ოპოზიციისგან აღიარებას ითხოვს

ირაკლი კობახიძე ოპოზიციისგან აღიარებას ითხოვს - "ოცნების" პრემიერი ამბობს, რომ აღიარების შემდეგ უკვე ყველაფერზე...

ნარკოდანაშაულის ბრალდებით 15 პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის, აჭარის, სამცხე-ჯავახეთის, იმერეთისა და ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტების თანამშრომლებმა, ნარკოდანაშაულის...

აშშ-ის საზღვაო ძალები ჰორმუზის სრუტეში გემებს მალე დაიცავს – ტრამპი

აშშ-ის პრეზიდენტი განცხადებით, აშშ-ის საზღვაო ძალები ჰორმუზის სრუტეში გემებს მალე დაიცავს. ტრამპის თქმით, ირანის წინააღმდეგ...

ნატო ადასტურებს, რომ მოიგერიეს ბალისტიკური რაკეტა, რომელიც თურქეთისკენ მიემართებოდა

ნატო ადასტურებს, რომ ალიანსის საჰაერო თავდაცვის სისტემებმა თურქეთისკენ მიმავალი ირანული ბალისტიკური რაკეტა მოიგერია. „პარასკევს დილით...