მთავარისიახლეებიპოლიტიკა91 მომხრე - ნიკა მელიას სადეპუტატო იმუნიტეტი შეუწყდა

91 მომხრე – ნიკა მელიას სადეპუტატო იმუნიტეტი შეუწყდა

Published on

საპარლამენტო უმრავლესობის გადაწყვეტილებით, ნიკა მელიას სადეპუტატო იმუნიტეტი შეუწყდა.

გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც მელიას შესაძლოა, პატიმრობა შეეფარდოს, სესიაზე კენჭი რამდენიმე წუთის წინ უყარეს.

დეპუტატებს საქართველოს გენერაალური პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის საპროკუროო საზედამხედველო სამსახურის უფროსმა მიმართა.  ამირან გულუაშვილმა კანონმდებლებს ბრალის დადგენილება გააცნო. 

ნიკა მელიამ განაცხადა, რომ თუ ერთ საათში მათ მიერ წაყენებული მოთხოვნები არ დაკმაყოფილდებოდა, უნდა გადაენაცვლათ პარლამენტის შენობაში. მათ დაიწყეს სამართალდამცველთა მიმართ ძალადობა და სამართალდამცველების კუთვნილი ნივთების განადგურება. პროკურორი ამტკიცებს, რომ ნიკა მელიას მიერ დაწყებულმა ძალადობრივმა ქმედებამ გამოიწვია, როგორც პოლიციელების, ასევე აქციის მონაწილეების დაშავება. 

გულუაშვილის განცხადებით, აუცილებელია ნიკა მელიას პატიმრობა, რადგან არსებობს მისი მიმალვის საფრთხე. 

ნიკა მელიასთვის დეპუტატის იმუნიტეტის შეწყვეტის შესახებ კენჭისყრაში, რაც ფაქტობრივად პროკურატურისთვის მელიას დაპატიმრების თანხმობას გულისხმობს, 92 დეპუტატი მონაწილეობდა. 

სიახლეები

ისრაელის საჰაერო ძალებმა ირანში ბირთვული ობიექტს დაარტყეს

ისრაელის საჰაერო ძალებმა ირანში ბირთვული ობიექტს დაარტყეს, - ინფორმაციას ისრაელის თავდაცვის ძალები ავრცელებს. ისრაელის თავდაცვის...

ნიკოლ ფაშინიანი – შეშფოთებულები ვართ ევროკავშირსა და საქართველოს შორის ურთიერთობებში არსებული სიტუაციით

ქართული მხრიდან არანაირი თხოვნა ან მოწოდება არ ყოფილა, - ამის შესახებ სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ...

გერმანიიდან საქართველოს 60 მოქალაქე დაადეპორტეს

გერმანიიდან თბილისში სპეციალური რეისი შესრულდა, რომლითაც საქართველოს მოქალაქეების დეპორტაცია განხორციელდა. არსებული ინფორმაციით, გერმანიის ტერიტორიაზე...

ბრძოლის ველიდან გაქცევას არ ვაპირებ, ვიბრძვით გამარჯვებამდე! – თინა ბოკუჩავა

ბრძოლის ველიდან გაქცევას არ ვაპირებ, ვიბრძვით გამარჯვებამდე! - ასე პასუხობს "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე...