მთავარისიახლეებიპოლიტიკაქვეყანაში დიქტატურა და პოლიტიკური რეპრესიები იწყება- რომან გოცირიძე

ქვეყანაში დიქტატურა და პოლიტიკური რეპრესიები იწყება- რომან გოცირიძე

Published on

იწყება ქვეყანაში დიქტატურა, იწყება პოლიტიკური რეპრესიები – ასე ეხმაურება „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, რომან გოცირიძე პროკურატურის განცხადებას.  საგამოძიებო უწყებამ დეპუტატის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო.  

„ხდება უპრეცედენტო ფაქტი, არნახული რამ. ქვეყანაში აპატიმრებენ წამყვანი პოლიტიკური პარტიის ლიდერს. იწყება ქვეყანაში დიქტატურა, იწყება პოლიტიკური რეპრესიები. ეს არის უგუნური გადაწყევტილება ივანიშვილის, რომელიც ამ თავის ლაქიებს, ბიუროში მსხდომ ადამიანებს დაავალა ასეთი უსამართლო და უკანონო გადაწყვეტილების გატანა ამ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე. ხვალ უყრიან კენჭს, ამიტომ, მე მინდა, მივმართო უმრავლესობის წევრებს, კარგად დაფიქრდნენ, ოჯახებს, მეგობრებს, ახლობლებს დაელაპარაკონ, ჩაიხედონ თავიანთ გულში, თავიანთ სინდისში და ამის შემდეგ მიიღონ შეგნებული გადაწყვეტილება. წინააღმდეგ შემთხვევაში, ამ ადამიანებს გაასამართლებს კანონი, გაასამართლებს ისტორია, გაასამართლებენ საკუთარი ოჯახის წევრები,“ – განაცხადა რომან გოცირიძემ.

„ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატის, რომან გოცირიძის თქმით, ნაცვლად იმისა, რომ ბიუროს სხდომაზე განხილულიყო გიორგი გახარიას საკითხი, ასეთი “შოუ” დადგეს. 

„რაც შეეხება ჩვენს შემდგომ ნაბიჯებს, ნაცვლად იმისა, რომ აქ ყოფილიყო განხილული დამნაშავე გახარიას საკითხი, ნაცვლად იმისა, რომ დასჯილიყო ყველა დამნაშავე და, პირველ რიგში, გადამდგარიყო და სულ მცირე, პოლიტიკური პასუხისმგებლობა აეღო გახარიას და შემდეგ უკვე დადგებოდა დრო მისი სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყებისა, არავინ არც ერთ დანაშაულს, დაღვრილ სისხლს არ პატიობს საქართველოში, დადგეს ახლა ასეთი შოუ. მათ უნდათ, რომ გახარიას მოსვლა პარასკევს, გარკვეული ამ პრელუდიით იზეიმონ. არ გამოუვათ,“ – განაცხადა რომან გოცირიძემ.

სიახლეები

მოვუწოდებთ საერთაშორისო საზოგადოებას, უზრუნველყოს დამოუკიდებელი გამოძიება – ექიმები

ექიმების ნაწილი BBC-ის მიერ გამოქვეყნებულ გამოძიებას ეხმაურება. ისინი მიმართავენ საერთაშორისო საზოგადოებას, რათა უზრუნველყონ დამოუკიდებელი გამოძიება,...

უცხოეთის ორგანიზაციისთვის მტრულ საქმიანობაში დახმარებაზე გამოძიება გრძელდება – სუს

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში აცხადებენ, რომ BBC-ის სიუჟეტის ფარგლებში გამოძიება ორი მიმართულებით მიდიოდა. სუს-ის პირველი...

შსს აქციების დროს ქლორობენზილიდინ მოლონონიტრილს იყენებდა და არა კამიტს – სუს

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში აცხადებენ, რომ წყლის ჭავლში მოქალაქეების წინააღმდეგ გამოყენებული ქიმიური ფხვნილი ქლორობენზილიდინ მალონონიტრილია,...

როდესაც CS-ს წყალში ურევ, უკვე ნაგავი ხარ – ჟურნალისტი დავით ნიკურაძე

საქართველოს ფარგლებს გარეთ, მათ შორის უმეტესწილად აშშ-ში მიმდინარე მოვლენების, ბუნებრივი კატაკლიზმებისა თუ სახალხო პროტესტის...