მთავარისიახლეებიპოლიტიკაპეტრო პოროშენკო უკრაინელებს საქართველოში ჩასვლისკენ მოუწოდებს

პეტრო პოროშენკო უკრაინელებს საქართველოში ჩასვლისკენ მოუწოდებს

Published on

“უკრაინელების გულები საქართველოსთვის ძგერს“ – ამ სათაურით უკრაინის ყოფილმა პრეზიდენტმა “Facebook”-ის საკუთარ გვერდზე მიმართვა გაავრცელა. პეტრო პოროშენკომ გამოაქვეყნა ვიდეო რგოლი, რომლითაც უკრაინელებს ქართველებისადმი მხარდაჭერისკენ და საქართველოში სამოგზაუროდ ჩასვლისკენმოუწოდა.

მან ასევე, უკრაინის ხელისუფლებას მიმართა უკრაინასა და საქართველო შორის ავია მიმოსვლის ღირებულების შემცირებაზე იმუშაონ.

პეტრო პოროშენკოს თქმით, საქართველო, ისევე როგორც უკრაინა, უკვე მრავალი წელია ებრძვის რუსულ აგრესიას. პოროშენკოს განცხადებით, უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტრომ უნდა დაიწყოს მოლაპარაკებები იმის შესახებაც, რომ საქართველოს ოფიციალური სახელწოდება უკრაინულადაც „საქართველო“ იყოს.

“ჩვენი პოლიტიკური პარტია სრულ სოლიდარობას უცხადებს ქართველ ხალხს, რომელიც ეწინააღმდეგება რუსულ იმპერიალიზმს და იბრძვის ოკუპაციის წინააღმდეგ. მოსკოვს უნდა კიდევ ერთხელ შეასუსტოს საქართველო ეკონომიკურად, საჰაერო კომუნიკაციების დაბლოკვითა და საქართველოს ტურიზმისთვის ზიანის მიყენებით. უკრაინელებმა არ უნდა დავტოვოთ ჩვენი ქართველი ძმები გასაჭირში. რა თქმა უნდა, მე მოვუწოდებ უკრაინელ ხალხს, რომ დაისვენონ უკრაინაში, მაგრამ მათ, ვინც აპირებდნენ სამოგზაუროდ საზღვარგარეთ ან ოკუპირებულ ყირიმში ჩასვლას, რეკომენდაციას ვაძლევ რომ გეზი საქართველოსკენ აიღონ. ძალიან მნიშვნელოვანია დავეხმაროთ მათ, ვინც როგორც ჩვენ, უამრავი წელია ებრძვის რუსულ აგრესიას. საქართველოს მხარდაჭერა უკრაინის მხარდაჭერას ნიშნავს,”- განაცხადა პოროშენკომ.

სიახლეები

როგორ მოქმედებს? — ტკივილის შემსუბუქებიდან გულის შეტევის პრევენციამდე

ასპირინი ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული საშუალებაა, რომელიც აქტიური ნივთიერების სახით აცეტილსალიცილის მჟავას შეიცავს. პრეპარატს მრავალმხრივი...

“ოცნებამ” უნდა შეწყვიტოს რუსეთის ხელისუფლების მსგავსად მოქმედება-კრამერი

„ქართული ოცნების“ ქმედებები კრემლის სახელმძღვანელოდანაა და საქართველო ავტორიტარული მმართველობისკენ მიჰყავს - ამის შესახებ დევიდ...

პოლიციელ ბიძინა ჟამერაშვილის საჩივრის საფუძველზე, სამოქალაქო აქტივისტ ალბი კორძაიას 5 დღიანი პატიმრობა მიუსაჯეს

პოლიციელ ბიძინა ჟამერაშვილის საჩივრის საფუძველზე, სამოქალაქო აქტივისტ ალბი კორძაიას 5 დღიანი პატიმრობა მიუსაჯეს -...

ევროპა რუსეთის წინააღმდეგ ბოლო სამ წელში სანქციების ყველაზე მკაცრ პაკეტს ამზადებს-საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი

საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ჟან-ნოელ ბაროს განცხადებით, ევროკავშირი რუსეთის წინააღმდეგ ყველაზე მკაცრი სანქციების ახალ...