მთავარისიახლეებიპოლიტიკაიწყებენ პოლიტიკურ დევნას - სერგო რატიანი

იწყებენ პოლიტიკურ დევნას – სერგო რატიანი

Published on

იწყებენ კონფრონტაციას, იწყებენ პოლიტიკურ დევნას,“ – ეს განცხადება „ევროპული საქართველოს“ წევრმა, სერგო რატიანმა ბიუროს სხდომის პროტესტის ნიშნად დატოვების შემდეგ გააკეთა.

სერგო რატიანი პროკურატურის განცხადებას ეხმაურება. საგამოძიებო უწყებამ ნიკა მელიას მიმართ პატიმრობის გამოსაყენებლად თანხმობის მიღების წინადადებით პარლამენტს მიმართავს.

რატიანი აცხადებს, რომ ხელისუფლება უსუსურად გამოიყურება. დეპუტატის განცხადებით, მშვიდობიანი პროტესტის მთავრობას ეშინია და ამბობს, რომ ბრძოლა გრძელდება.

„ეს არის დადგენილება ნიკა მელიას დაკავებასთან დაკავშირებით და დღევანდელი ხელისუფლება იქცევა სამარცხვინოდ, მათ შეეშინდათ მშვიდობიანი პროტესტის, მათ შეეშინდათ ორგანიზებული საზოგადოების, მათ შეეშინდათ, რომ ფართო საზოგადოებრივი წრეები გამოხატავენ თავის პროტესტს იმის გამო, რომ ქვეყანა მიჰყავს რუსეთისკენ და გვაკადრეს ის, რომ კომუნისტი გაიხადეს ერთმორწმუნედ. ამის შეეშინდათ და იწყებენ კონფრონტაციას, იწყებენ პოლიტიკურ დევნას, მაგრამ ეს გავლილი ეტაპი არის, ვერავის ამით ვერ შეაშინებენ, ჩვენ გავაგრძელებთ ბრძოლას, გავაგრძელებთ ბრძოლას ახალი საქართველოსთვის,“ – განაცხადა რატიანმა.

სიახლეები

გორში იარაღით ძაღლი მოკლეს და მდინარეში ჩააგდეს – “ქართლის ამბები”

გორში, სოფელ სვენეთში, იარაღიდან გასროლით ძაღლი მოკლეს და მდინარეში ჩააგდეს - ინფორმაციას ადგილობრივი მედია...

საქართველოში მიღებული ახალი კანონები სერიოზულ შეშფოთებას იწვევს – ეუთო/ოდირი

ეუთო/ოდირი ივანიშვილის პარლამენტის მიერ მიღებულ კანონებზე განცხადებას ავრცელებს. განცხადებაში აღნიშნულია, რომ აღნიშნული კანონები ადამიანის ძირითად...

აზერბაიჯანში დაკავებული პირები ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენის აფეთქებას გეგმავდნენ

აზერბაიჯანის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ ჩატარებული ღონისძიებების შედეგად დააკავეს პირები, რომლებიც ირანის ისლამური რევოლუციის...

ირანის საელჩო: ხამენეის სამძიმრის წიგნში ქართველმა მაღალჩინოსანმა ჩანაწერი დატოვა

ტაბულა: ირანის ელჩი საქართველოში, სეიედ ალი მოჯანი, პლატფორმა X-ზე წერს, რომ "საქართველოს მთავრობისა და ხალხის...