მთავარისიახლეებიპოლიტიკადანაშაული იყო არა მელიას ქმედებები, არამედ გავრილოვის შემოყვანა საქართველოში - სანდრა რულოვსი

დანაშაული იყო არა მელიას ქმედებები, არამედ გავრილოვის შემოყვანა საქართველოში – სანდრა რულოვსი

Published on

ნიკა მელიას მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყებას საქართველოს მესამე პრეზიდენტის მეუღლე ეხმაურება. სანდრა რულოვსის შეფასებით, ნიკა მელიას ქმედება შესაძლებელია, ჩაითვალოს ადმინისტრაციულ დარღვევად, თუმცა არა სისხლის სამართლის დანაშაულად. სანდრა რულოვსი აცხადებს, რომ დანაშაული იყო არა მელიას ქმედებები, არამედ გავრილოვის შემოყვანა საქართველოში და შემდეგ ის პროცესები, რომელიც ქვეყანაში განვითარდა.

„რაც მოხდა  პარლამენტში შესვლის მცდელობით, ეს არის ათასჯერ და ათიათასჯერ ნაკლები დარღვევა. ეს არის უფრო ადმინისტრაციული დარღვევა, ალბათ. ვიდრე რაც არის მომხდარი მანამდე გავრილოვის შემოყვანით. ეს არის ღალატი. ეს არის ქვეყნის და სამშობლოს ღალატი. და რაც მოხდა მერე, რაც არის არაადამიანური მოპყრობა თავისი ხალხის, რომელიც აი, ასე ესროლეს,“ – განაცხადა სანდრა რულოვსმა.

ნიკა მელიას მხარდამჭერი განცხადებები დღეს სხვადასხვა ოპოზიციური პარტიის, თითქმის, ყველა ლიდერმა გააკეთა. ისინი ამბობენ, რომ ნიკა მელია დამნაშავე არ არის და აგონიაში მყოფი ხელისუფლება ცდილობს, 20 ივნისის მოვლენებზე პასუხისმგებლობა ოპოზიციას დააკისროს. გარდა ამისა, ხელისუფლების ოპონენტები მიიჩნევენ, რომ პოლიტიკური ლიდერების დევნით „ქართული ოცნება“ გიორგი გახარიას პასუხისმგებლობის საკითხის გადაფარვას ცდილობს. 

სიახლეები

საერთოდ ჩაიტანოს თუ უნდა დედამიწამ! – ნიკა გვარამია ივანიშვილზე

„კოალიცია ცვლილებისთვის“ ლიდერი ნიკა გვარამია აცხადებს, რომ მხარს უჭერს დიდი ბრიტანეთის მთავრობის მიერ ტელეკომპანიების...

ქვემო ფონიჭალაში მომხდარ აფეთქებაზე გამოძიება დაიწყო

ქვემო ფონიჭალაში მომხდარ აფეთქებასთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით...

აშშ-ის, ჩინეთისა და რუსეთის ლიდერებს შორის პირველი სამმხრივი შეხვედრა დასრულდა

აშშ-ის, ჩინეთისა და რუსეთის ლიდერებს შორის პირველი სამმხრივი შეხვედრა დასრულდა. ამის შესახებ ინფორმაციას რუსული...

გერმანიის საელჩო “რუსთავი 2-ს” დეზინფორმაციის გავრცელებაში ადანაშაულებს

გერმანიის საელჩო ტელეკომპანია „რუსთავი 2-ს“ დეზინფორმაციის გავრცელებაში ადანაშაულებს. დიპლომატიური უწყების განცხადებით, ტელევიზიამ საქართველოს მეხუთე...