მთავარისიახლეებიპოლიტიკა„ჩემი სრული მხარდაჭერა ნიკა მელიას და ოპოზიციის სხვა ლიდერებს"- მიხეილ სააკაშვილი

„ჩემი სრული მხარდაჭერა ნიკა მელიას და ოპოზიციის სხვა ლიდერებს”- მიხეილ სააკაშვილი

Published on

ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერის, ნიკა მელიას წინააღმდეგ დაწყებულ სისხლის სამართლებრივ დევნას საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი ეხმაურება. სააკაშვილი აცხადებს, რომ ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკური ოპონენტების დაკავებას გეგმავს. 

„ჩემი სრული მხარდაჭერა ნიკა მელიას და ოპოზიციის სხვა ლიდერებს, რომლებსაც ივანიშვილის რეჟიმი უპირებს დაპატიმრებას. მეგობრებო, ეს არის ის ზღვარი, რომელიც გადის დიქტატურას და დემოკრატიის რაღაც ნიშანსვეტებს შორის. თუ ჩვენ ახლა დავუშვებთ, რომ მშვიდობიანი პროტესტის გამოხატვისთვის ქვეყნის ოკუპანტის წინააღმდეგ, დააპატიმრეს ოპოზიციის ლიდერები, თუ ჩვენ დავუშვით, რომ ისინი ჩასვეს ციხეში, თუ ჩვენ დავუშვით, რომ ამ ბოროტებმა, ამ „ბეზპრედელშიკმა“ ივანიშვილმა გიმარჯვა, ის არის საქართველოს მტერი და სრული „ბეზპრედელშიკი“, სხვა სიტყვა ქართულში არ არსებობს,” – განაცხადა სააკაშვილმა.

მიხეილ სააკაშვილი მხარდამჭერებს სრული მობილიზებისკენ მოუწოდებს და ამბობს, რომ ახლა პარტიულ კუთვნილებას მნიშვნელობა არ აქვს, რადგან მთავარ მიზანს ივანიშვილის დამარცხება წარმოადგენს.

“ივანიშვილის „ბეზპრედელი“ უნდა დასრულდეს, ივანიშვილის ბოგინი დამთავრდეს, არცერთ შემთხვევაში არ უნდა დავაჭერინოთ მელია, რადაც არ უნდა დაგვიჯდეს, ყველა აქტივისტი საქართველოში უნდა იქნას მობილიზებული, ენმ-ის ყველა მხარდამჭერი, ახლა არის მომენტი საბოლოო, სრული მობილიზაციის, ახლა არის მომენტი ერთად დგომის, ახლა არის მომენტი ერთმანეთის ხელის ჩაკიდების, ახლა არის მომენტი, სრული, ტოტალური, მშვიდობიანი, მაგრამ ძალიან გადამწყვეტი წინააღმდეგობის დიქტატურის, ამ ბეზპრედელშიკის, ამ საქართველოს დაუძინებელი მტრის წინააღმდეგ. ახლა უკან დახევა აღარ გამოვა და ახლა ყველანაირი მოწოდებები დანებებისკენ, ხელების ჩამოშვებისკენ და ასე, ცხვარივით წაყოლაზე, ეს არის საქართველოს მტრობა. საქართველო საფრთხეშია, ქართულ დემოკრატიას ბოლო ეღება, ახლა საჭიროა, ყველამ ამოვიღოთ ხმა, მიუხედავად წყენებისა, განსხვავებებისა, სხვადასხვა პარტიულობისა, ამას მნიშვნელობა აღარ აქვს, ყველა უნდა დავდგეთ ერთად – ყველა მინუს ერთი, რათა გადარჩეს ჩვენი ქვეყანა და გადარჩეს თითოეული ჩვენგანი,”- განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

სიახლეები

ილიაუნის განათლების სკოლა საკანონმდებლო ცვლილებების გაუქმებას ითხოვს

მიუღებელია „განათლების რეფორმის“ სახელით გამოცხადებული გადაწყვეტილება, - ამის შესახებ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის განათლების სკოლის...

სტუდენტები მინისტრთან შეხვედრას ითხოვენ

განათლების სამინისტროსთან პროტესტი გრძელდება. სტუდენტები გივი მიქანაძესთან შეხვედრას ითხოვენ. მათი თქმით, მიქანაძე ვალდებულია მივიდეს და...

14-15 თებერვალს საქართველოში სითბოს ფონზე მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექიანი ამინდი

გარემოს ეროვნული სააგენტო, 14-16 თებერვალს საქართველოში მოსალოდნელი ამინდის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს. სააგენტოს ინფორმაციით, 14-15 თებერვალს...

ფიშერი- პაპუაშვილი 21 წელი იყო გერმანულ ანაზღაურებაზე, ის 48 წლისაა, მეტი კომენტარი არ მაქვს

მე ბატონ პაპუაშვილს კარგად ვიცნობ, თუმცა ვიკიპედიის თანახმად, ის სწავლობდა გერმანიაში 4 წლის განმავლობაში...