მთავარისიახლეებიპოლიტიკაივანიშვილი თავად ებღაუჭება გახარიას თუ მოსკოვი არ უტოვებს სხვა გზას? ...

ივანიშვილი თავად ებღაუჭება გახარიას თუ მოსკოვი არ უტოვებს სხვა გზას? ან ეს ნულოვანი ბარიერი საიდან და ვისი კარნახით დააძრო?

Published on

ქართული ოცნების თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა, უმრავლესობის სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე არაფერი თქვა შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი გახარიას შესახებ. 

ივანიშვილი პარლამენტის წინ მიმდინარე აქციის 3 მოთხოვნიდან მხოლოდ ერთის დაკმაყოფილებას დაპირდა საზოგადოებას – 2020 წელს არჩევნები სრულად პროპორციული საარჩევნო სისტემით ჩატარდება და ნულოვანი საპროცენტო ბარიერი იქნება. 

თუმცა, ათასობით ადამიანი გავრილოვის ღამისთვის გახარიას პასუხისმგებლობის აღებასა და მის გადადგომას ითხოვს. ივანიშვილმა ამ თემაზე მედიასთან კომენტარი არ გააკეთა.

სოციალურ ქსელებში უკვე დაიძრა უკმაყოფილების ტალღა, მოითმენს თუ არა ახალგაზრდობა მის მიერვე თვალთხარია მინისტრად წოდებული პირის დარჩენას მინისტრის პოსტზე ახლო მომავალი გვიჩვენებს. დღესვე გვიგებთ რას ფიქრობს ახალგაზრდობა ნულოვან ბარიერზე, რომელიც მათ მოთხოვნებში ვადამდელი პროპორციული არჩევნების შესახებ, არც გაჭაჭანებულა და ოლიგარქის ხრიკია საიმისოდ, რომ მომავალი პარლამენტი მრავალი ქართველი გავრილოვით აგვივსოს

სიახლეები

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ატმის შეღებვის საქმეზე საგამოძიებო ორგანოებს მიმართა

სოციალურ ქსელში გავრცელდა ვიდეო, სადაც ჩანს, რომ კაცი გასაყიდად გამოტანილ ატამს ღებავს. კადრებმა საზოგადოებაში...

სპეცოპერაცია საქართველოს მასშტაბით – შსს-მ ნარკოდანაშაულის ბრალდებით 34 პირი დააკავა

სპეცოპერაცია საქართველოს მასშტაბით - შსს-მ ნარკოდანაშაულის ბრალდებით 34 პირი დააკავა. ამის შესახებ შინაგან საქმეთა...

ნატო-ში ინტეგრაციის დეპარტამენტის დირექტორი საგარეოდან, ხოლო მისი ცოლი პარლამენტიდან გაათავისუფლეს

ნატო-ში ინტეგრაციის დეპარტამენტის დირექტორი, თორნიკე ფარულავა საგარეო საქმეთა სამინისტროდან გაათავისუფლეს. ამის შესახებ ფარულავა თავად...

უკრაინამ რუსეთის კურსკის ოლქს შეუტია: დაღუპულია სამი ადამიანი

უკრაინის შეიარაღებული ძალების მიერ რუსეთის კურსკის ოლქში, რამდენიმე ქალაქის სანაპიროზე განხორციელებული დარტყმის შედეგად 3...