მთავარისიახლეებისაზოგადოებაბათუმში ლიფტი მოწყდა და შახტაში ცხრა ადამიანი ჩავარდა

ბათუმში ლიფტი მოწყდა და შახტაში ცხრა ადამიანი ჩავარდა

Published on

ბათუმში, კობალაძის ქუჩაზე ლიფტის ჩავარდნის შედეგად ერთი ადამიანი დაშავდა. ახალაშენებული 22 სართულიანი კორპუსის ლიფტი მწყობრიდან გამოვიდა და 9 ადამიანი, მათ შორის მცირეწლოვანი რომელიც ლიფტში იმყოფებოდა შახტში ჩავარდა.

ერთ ერთი დაშავებულის მდგომარეობა შედარებით მძიმეა. იგი სასწრაფო დახმარების ბრიგადამ სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანა.

ამ დროისთვის უცნობია რა გახდა ლიფტის ჩავარდნის მიზეზი. თვითმხილველების განმარტებით, მას არ ჰქონდა კარი და გადაადგილებაში მშენებლობაზე დასაქმებული პირი ეხმარებოდა. დაშავებულები ბრალეული პირის დასჯას ითხოვენ:

მოსახლეობა ამბობს, რომ ლიფტი რამდენიმე დღის განმავლობაში გაფუჭებული იყო და ის ცოტა ხნის წინ შეაკეთეს, თუმცა უსაფრთხოების ნორმები დაცული არ იყო. მათი თქმით, ლიფტს არ ჰქონდა კარი. 

მომხდარ შემთხვევასთან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება.

სიახლეები

ირაკლი კობახიძე ოპოზიციისგან აღიარებას ითხოვს

ირაკლი კობახიძე ოპოზიციისგან აღიარებას ითხოვს - "ოცნების" პრემიერი ამბობს, რომ აღიარების შემდეგ უკვე ყველაფერზე...

ნარკოდანაშაულის ბრალდებით 15 პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის, აჭარის, სამცხე-ჯავახეთის, იმერეთისა და ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტების თანამშრომლებმა, ნარკოდანაშაულის...

აშშ-ის საზღვაო ძალები ჰორმუზის სრუტეში გემებს მალე დაიცავს – ტრამპი

აშშ-ის პრეზიდენტი განცხადებით, აშშ-ის საზღვაო ძალები ჰორმუზის სრუტეში გემებს მალე დაიცავს. ტრამპის თქმით, ირანის წინააღმდეგ...

ნატო ადასტურებს, რომ მოიგერიეს ბალისტიკური რაკეტა, რომელიც თურქეთისკენ მიემართებოდა

ნატო ადასტურებს, რომ ალიანსის საჰაერო თავდაცვის სისტემებმა თურქეთისკენ მიმავალი ირანული ბალისტიკური რაკეტა მოიგერია. „პარასკევს დილით...