მთავარისიახლეებიპოლიტიკა"ვერ გაგვთიშეს" - თამარ კორძაია

“ვერ გაგვთიშეს” – თამარ კორძაია

Published on

„ხელისუფლებამ ვერაფრით ვერ გაგვთიშა,“ – ეს განცხადება, საქართველოს რესპუბლიკური პარტიის პოლიტიკური მდივანმა, თამარ კორძაიამ პარლამენტის წინ მიმდინარე აქციაზე წუხელ გააკეთა.

მან აღნიშნა, რომ ხელისუფლებამ მოქალაქეების მოთხოვნა უნდა შეასრულოს და პირველ რიგში, გიორგი გახარია გადადგეს.

„დღეს ჩვენ ყველა ვეუბნებით იმ ხელისუფლებას, რომელმაც ოკუპანტების წინააღმდეგ გამოსულ ადამიანებზე ნადირობა გამოაცხადა, ვეუბნებით უარს. გახარია გადადგება, ჩვენ მოქალაქეებზე მონადირე გახარია, გადადგება,“ – განაცხადა კორძაიამ.

საპროტესტო აქციის მთავარი მოთხოვნები უცვლელია – გადადგეს შს მინისტრი გიორგი გახარია და დაინიშნოს ვადამდელი არჩევნები, რომელიც პროპორციული წესით ჩატარდება.

აქციის მონაწილეებმა ხელისუფლებას ულტიმატუმი წაუყენეს და 20 ივნისის აქციის შემდეგ დაკავებულების გათავისუფლება მოითხოვეს. ასევე, გახარიას გადადგომისთვის ვადა დღის ბოლომდე მისცეს.

სიახლეები

ევროკავშირი შავი ზღვის უსაფრთხოების ჰაბის შესაქმნელად 50 მლნ ევროს გამოყოფს

ევროკავშირი სამოქალაქო გემებზე თავდასხმების გახშირების ფონზე, რუმინეთ-ბულგარეთის ერთობლივი შავი ზღვის საზღვაო უსაფრთხოების ჰაბის შექმნის...

ჟურნალისტ გურამ როგავაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს 5-წლიანი პატიმრობა მიესაჯა

ჟურნალისტ გურამ როგავაზე 2024 წლის საპროტესტო აქციაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს, გურამ კირკიტაძეს, 5-წლიანი პატიმრობა...

უიტკოფი- უკრაინის სამშვიდობო მოლაპარაკებებში ევროპის წარმომადგენლებიც ჩაერთვებიან

აშშ-ს სპეციალური წარმომადგენლის, სტივ უიტკოფის განცხადებით, ვლადიმირ პუტინი დათანხმდა, რომ უკრაინის სამშვიდობო მოლაპარაკებების მომდევნო...

ტყვეების გაცვლას განვახორციელებთ – ზელენსკი

უკრაინა და რუსეთი ტყვეების მასშტაბური გაცვლისთვის ემზადებიან - ამ გზავნილით ჩავიდა ამერიკული დელეგაცია მოსკოვიდან...