მთავარისიახლეებისაზოგადოებახვალიდან "ლიბერალს" ყველა ჟურნალისტი დატოვებს

ხვალიდან “ლიბერალს” ყველა ჟურნალისტი დატოვებს

Published on

“ლიბერალის ჟურნალისტები საგანგებო განცხადებას აკეთებენ და იმ მიზეზებს განმარტავენ, რის გამოც ისინი მასიურად ტოვებენ რედაქციას.

” ჩვენ ვართ ადამიანები, რომლებიც 2013 წლიდან ვმუშაობდით „ლიბერალში“ და წარვმართავდით მის სარედაქციო საქმიანობას.

ჩვენ ვაკეთებდით საქმეს, რომლისაც მთელი არსებით გვჯეროდა და ვემსახურებოდით დამოუკიდებელ, ეთიკურ, კვალიფიციურ ჟურნალისტიკას.

არ გვსურდა, რომ მომავალში „ლიბერალის“ მდგრადი განვითარება კითხვის ქვეშ დამდგარიყო და გვინდოდა, რომ ჩვენ ვყოფილიყავით მისი განვითარების გარანტორები, რადგან კარგად ვაცნობიერებთ დამოუკიდებელი მედიის მნიშვნელობასა და როლს.

ამ გარემოების გათვალისწინებით შორენა შავერდაშვილს „ლიბერალის“ გუნდის სახელით მივმართეთ წინადადებით, შეექმნა პრეცედენტი და „ლიბერალი“ გადმოეცა ან მოეყიდა ჩვენთვის, ჟურნალისტებისთვის (ჩვენთვის მისაღებ ფასად).

ჩვენს წინადადებაზე მფლობელმა უარი გვითხრა და პასუხად განგვიცხადა, რომ მას არ მოსწონს „ლიბერალის“ პოზიციონირება, დაგვიანონსა საკადრო ცვლილებები, მისი ნდობით აღჭურვილი მმართველის დანიშვნა და ახალი სარედაქციო ხედვის ჩამოყალიბება.

რადგან ჩვენთვის ისედაც ცნობილია კომპანიის მფლობელისა და ჩვენს სარედაქციო და მენეჯმენტთან დაკავშირებულ ხედვებს შორის არსებული განსხვავების შესახებ, მიგვაჩნია, რომ მის მიერ შემოთავაზებული/დაანონსებული ცვლილებების გათვალისწინებით, „ლიბერალში“ ჩვენი დარჩენის შესაძლებლობა ამოიწურა.

დიდი მადლობა ჩვენს პარტნიორებს, მეგობრებს, საერთაშორისო თუ ადგილობრივ ორგანიზაციებს, დონორებს და, რა თქმა უნდა, მკითხველს წლების განმავლობაში თანამშრომლობის, ერთგულებისა და ნდობისთვის.დაბოლოს, რადგან ჩვენს მომავალს მხოლოდ დამოუკიდებელი მედიის სამსახურში ვხედავთ, რადგან დაგვიგროვდა უნიკალური გამოცდილება, სულ მალე ერთმანეთს ისევ მედიასივრცეში, ოღონდ ახალ პლატფორმაზე შევხვდებით.შეხვედრამდე!”,- ნათქვამია განცხადებაში.

სიახლეები

PACE ოპოზიციის ლიდერების გათავისუფლებას ითხოვს

ევროსაბჭოს დელეგაცია ოპოზიციის ლიდერების წინააღმდეგ აღძრული საქმეების სასწრაფოდ შეწყვეტას ითხოვს - მომხსენებლები ღრმა შეშფოთება...

პროკურატურა მასწავლებელ გიგა ავალიანის საქმის გამოძიებაზე ინფორმაციას ავრცელებს

ზღვის უბნის დასახლებაში ახალგაზრდა მასწავლებლის, გიგა ავალიანის მკვლელობის საქმეზე პროკურატურა განცხადებას ავრცელებს. უწყების განმარტებით, ბრალდებულები,...

ბუტა რობაქიძის საქმეზე ირაკლი ოქრუაშვილს 7-წლიანი პატიმრობა მიესაჯა

ბუტა რობაქიძის მკვლელობის საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლომ განაჩენი გამოაცხადა. მოსამართლემ ირაკლი ოქრუაშვილს 7-წლიანი პატიმრობა...

მოზარდთა დანაშაულებზე პოლიტიკა მკაცრდება

"ოცნების" ინიციატივა, მოზარდების მიერ ჩადენილ დანაშაულებზე პოლიტიკა გაამკაცროს, უკვე გახდა კრიტიკის საგანი. ბავშვთა უფლებადამცველების...