მთავარისიახლეებისაზოგადოებააქციაზე დაშავებული ორი პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა კვლავ უკიდურესად მძიმეა

აქციაზე დაშავებული ორი პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა კვლავ უკიდურესად მძიმეა

Published on

20 ივნისის სისხლიან ღამეს დაშავებულებიდან ორი პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა კვლავ უკიდურესად მძიმეა. ერთი მათგანი მართვით სუნთქვაზე რჩება. ორივეს დაკარგული აქვს მხედველობა. ამის შესახებ განცხადება ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ გააკეთა. მისი ინფორმაციით, კლინიკებში რჩება 23 ადამიანი.

პაციენტებს შორის არის ორი პოლიციელი და სამი ჟურნალისტი. დარბევისას სულ 250-მდე ადამიანი დაშავდა.

„ამ დროისთვის იმყოფება 23 პაციენტი სხვადასხვა სტაციონარში. უმრავლესობა, მათ შორის მიდის ახლა საბოლოო გამოკვლევები და, სავარაუდოდ, ემზადებიან გასაწერად დღეს და ხვალ. რჩება ორი პაციენტი მძიმე, რომელიც სტაბილურად მძიმედ არის. რაზეც მიდის სრული მონიტორინგი. გავდივართ სხვადასხვა კონსულტაციას ჩვენს კოლეგებთან სხვადასხვა ქვეყნაში. გარდა იმ ორი შემთხვევისა, ყველა შემთხვევაში თვალის პრობლემა მოხსნილი გვაქვს,“ -განაცხადა ზაზა ბოხუამ.

სიახლეები

ირაკლი კობახიძე ოპოზიციისგან აღიარებას ითხოვს

ირაკლი კობახიძე ოპოზიციისგან აღიარებას ითხოვს - "ოცნების" პრემიერი ამბობს, რომ აღიარების შემდეგ უკვე ყველაფერზე...

ნარკოდანაშაულის ბრალდებით 15 პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის, აჭარის, სამცხე-ჯავახეთის, იმერეთისა და ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტების თანამშრომლებმა, ნარკოდანაშაულის...

აშშ-ის საზღვაო ძალები ჰორმუზის სრუტეში გემებს მალე დაიცავს – ტრამპი

აშშ-ის პრეზიდენტი განცხადებით, აშშ-ის საზღვაო ძალები ჰორმუზის სრუტეში გემებს მალე დაიცავს. ტრამპის თქმით, ირანის წინააღმდეგ...

ნატო ადასტურებს, რომ მოიგერიეს ბალისტიკური რაკეტა, რომელიც თურქეთისკენ მიემართებოდა

ნატო ადასტურებს, რომ ალიანსის საჰაერო თავდაცვის სისტემებმა თურქეთისკენ მიმავალი ირანული ბალისტიკური რაკეტა მოიგერია. „პარასკევს დილით...