მთავარისიახლეებიპოლიტიკა"ჯობია ჭკვიანად იყოს და თავის საქმეს მიხედოს, იცის რაც დაემართება" - პატრიარქის...

“ჯობია ჭკვიანად იყოს და თავის საქმეს მიხედოს, იცის რაც დაემართება” – პატრიარქის ქორეპისკოპოსი მეუფე პეტრეს ემუქრება

Published on

პატრიარქის ქორეპისკოპოსი ეხმაურება ჭყონდიდელი მიტროპოლიტის განცხადებას იმის შესახებ, რომ 20 ივნისის ღამეს, დარბევის დროს ქაშვეთის ტაძარი დაკეტილი იყო.

მეუფე იაკობის თქმით, ტაძარი ღია იყო და მეუფე პეტრე “ჯობია ჭკვიანად იყოს”.

ბოდბელმა​ მთავარეპისკოპოსმა ტელეკომპანია პირველის ეთერში თავად დარეკა და განცხადების გაკეთება ისურვა.

“მეუფე პეტრემ, როგორც ყოველთვის, დღესაც მოიტყუა. თითქოს წუხელ დაკეტილი იყო ქაშვეთის დაძარი, როცა ღია იყო. უშუალოდ ჩემი კონტროლის ქვეშ იყო და ღია იყო, რომ იცოდეთ რა… ჰოდა, მეუფე პეტრეს ვისგან აქვს მაგ ინფორმაცია ხო? ახალაიებისგან თუ კიდე ვისგან, ვერ გეტყვით. ჯობია ჭკვიანად იყოს და თავის საქმეს მიხედოს, ეპარქიაში ჩავიდეს და… როცა ჩამოდის თბილისში, პატრიარქისგან კურთხევა აიღოს, ან პატრიარქის ქორეპისკოპოსებისგან. ისე უფლება არა აქვს, მასე რომ გამოდის და კეკლუცად ლაპარაკობს”, – ამბობს მეუფე იაკობი.

პატრიარქის ქორეპისკოპოსი აღნიშნავს, რომ ტაძარი 26 მაისსაც თვითონ გააღებინა, ისევე, როგორც 20 ივნისს. მეუფე პეტრეს მისამართით კი მეუფე იაკობი ამბობს, რომ “იცის რაც დაემართება”.

“მაგას თუ უნდა რაღაც პოპულარობის მოხვეჭა ხო? ჩემთან ურთიერთობაში იცის რაც დაემართება. არავის არ ვემუქრები, მაგრამ იცის რაც დაემართება. პოდიუმი არ არის მაგი რომ 50 ჩამოსულ ადამიანთან ერთად იაროს აქეთ-იქით. აღარ ვაპატიებ უწმინდესის ასეთ შეურაცხყოფას, იცოდეს ყველამ”, – აღნიშნა პატრიარქის ქორეპისკოპოსმა.

სიახლეები

ნარკოლოგიური შემოწმებისას ადამიანებს პოლიტიკური ნიშნით არ ვარჩევთ – შსს

შსს განცხადებას ავრცელებს, სადაც აღნიშნავს, რომ კამპანია, თითქოს შსს-ს წარმომადგენლები ნარკოლოგიურ შემოწმებას მხოლოდ საპროტესტო...

ევროპარლამენტმა 490 ხმით 147-ის წინააღმდეგ საქართველოს შესახებ რეზოლუცია დაამტკიცა

ევროპარლამენტმა 490 ხმით 147-ის წინააღმდეგ საქართველოს შესახებ რეზოლუცია დაამტკიცა, რომელშიც ქვეყანაში მიმდინარე მოვლენები დემოკრატიის...

ირაკლი ზარქუა რასა იუკნევიჩიენეზე – რაისა „კომუნისტკა“ არ ისვენებს

"რაისა და მისი სადაქალო“ - ასე მოიხსენიებს "ოცნების" დეპუტატი ირაკლი ზარქუა იმ ევროპარლამენტარებს, რომლებიც,...

პროკურატურის დღევანდელმა მოწმეებმა სინდისის პატიმრების წინააღმდეგ ჩვენება ვერ მისცეს

სინდისის პატიმრების, ანდრო ჭიჭინაძის, ონისე ცხადაძის, ჯანო არჩაიას, რუსლან სივაკოვის, ლუკა ჯაბუას, გურამ მირცხულავას,...