მთავარისიახლეებისაზოგადოებაზუგდიდის მედიაორგანიზაციები აპროტესტებენ ჟურნალისტების უფლებების შელახვას და უერთდებიან ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის...

ზუგდიდის მედიაორგანიზაციები აპროტესტებენ ჟურნალისტების უფლებების შელახვას და უერთდებიან ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის აქციას [Video]

Published on

ზუგდიდელი ჟურნალისტები უერთდებიან ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის მიერ დაგეგმილ აქციას თბილისსა და რეგიონებში და ჟურნალისტების უფლებების შელახვას გააპროტესტებენ.

დღეს ზუგდიდის ცენტრში შეკრიბნენ ზუგდიდის სხვადასხვა მედიაორგანიზაციის, მთ შორის რადიო ,,ათინათისა” და ტელერადიო კომპანია ,,ოდიშის” წარმომადგენლები.

ჩვენ სრულად ვიზიარებთ ქარტიის მოწოდებას და ვგმობთ ხელისუფლების ძალადობას ჟურნალისტების მიმართ, რომელნიც წუხელ ასრულებდნენ თავიანთ პროფესიულ მოვალეობას და რომელტაც სახელმწიფო მანქანამ მიაყენა როგორ მორალური, ისე ფიზიკური ზიანი – აცხადებებ აქციის მონაწილეები.

შეგახსენებთ რუსთაველის განზირზე აქციის ძალის გამოყენებით დაშლისას ათობით ადამიანი დაშავდა , მათ შორის რეზინის ტყვიებით დაშავებულია 10 – ზე მეტი ჟურნალისტი

„მოვითხოვთ: იმ სამართალდამცავების სასწრაფოდ გამოვლენას და სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემას, რომლებიც დამიზნებით ესროდნენ ჟურნალისტებს, რომელთა იდენტიფიცირება შესაძლებელი იყო, მაგრამ მაინც მიაყენეს სხეულის დაზიანებები და ხელი შეუშალეს პროფესიული საქმიანობის შესრულებაში;

მივმართავთ საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიურ კორპუსსა და საერთაშორისო ორგანიზაციებს, მყისიერი და ეფექტიანი რეაგირება მოახდინონ 21 ივნისს, რუსთაველის გამზირზე, საპროტესტო აქციის დაშლის დროს, შინაგან საქმეთა სამინისტროს მხრიდან ჟურნალისტების მიზანმიმართულ დევნაზე, ჯანმრთელობის დაზიანების, პროფესიული მოვალეობის შესრულების დროს დაკავებისა და ხელშეშლის ფაქტებზე“, – აღნიშნულია ქარტიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 

სიახლეები

გუშინ მშვიდად გეძინათ საბა ჯიქიას მიმართ გამოტანილი უსამართლო განაჩენის შემდეგ? – ნიკა კაცია მოსამართლე მჭედლიშვილს

გუშინ მშვიდად გეძინათ გამოტანილი უსამართლო განაჩენის შემდეგ? - ამ სიტყვებით მიმართა სინდისის პატიმარმა, ნიკა...

“პრაღის სამოქალაქო საზოგადოების ცენტრი” მზია ამაღლობელის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას მოითხოვს

"პრაღის სამოქალაქო საზოგადოების ცენტრი" მზია ამაღლობელის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას მოითხოვს - ჟურნალისტის მხარდამჭერ განცხადებაში ნათქვამია,...

კურსკში მოკლულია რუსი ბრიგადის მეთაური, პოლკოვნიკი სერგეი ილინი

2 ივლისს კურსკში მიმდინარე საბრძოლო მოქმედებების მსვლელობისას დაიღუპა 155-ე საზღვაო ფეხოსანთა ბრიგადის მეთაური, რუსი...

გაყინული რუსული აქტივების გამოყენებით ევროკავშირმა უკრაინას $1.2 მილიარდი გადასცა

უკრაინის პრემიერმინისტრმა დენის შმიგალმა 10 ივლისს განაცხადა, რომ უკრაინამ ევროკავშირისგან დამატებით 1 მილიარდი ევრო...