მთავარისიახლეებიპოლიტიკაზაქარია ქუცნაშვილი დეპუტატის მანდატს ტოვებს

ზაქარია ქუცნაშვილი დეპუტატის მანდატს ტოვებს

Published on

ზაქარია ქუცნაშვილი დეპუტატის მანდატს ტოვებს. ამის შესახებ მან ჟურნალისტებთან მმართველი გუნდის პოლიტსაბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

“მე ვაცნობიერებ ქართული საზოგადოების გაღიზიანებას… ამავდროულად, ვფიქრობ, რომ პარლამენტის თავმჯდომარე გადადგეს და ამ პროცესში ჩართული მასპინძელი პირი, დარჩეს თანამდებობაზე… მზად ვარ, დავტოვო ჩემი დეპუტატის თავისუფალი მანდატი,” – განაცხადა ქუცნაშვილმა.

ქუცნაშვილმა თბილისში რუსი დეპუტატების ვიზიტთან დაკავშირებით კიდევ ერთხელ ისაუბრა და კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ დუმის დეპუტატები, რომლებმაც საზღვარი გადმოკვეთეს, ოკუპაციის კანონს არ აღიარებს.

“საქართველომ გუშინ შუადღემდე გაიმარჯვა, დაანახა, რა მსოფლიოს ქართველი ხალხის ნება, რომ ჩვენ ოკუპაციას არ შევეგუებით,” – ამბობს ქუცნაშვილი.

პოლიტსაბჭოს დასრულების შემდეგ ცნობილი გახდა, რომ პარლამენტის თავმჯდომარემ თანამდებობის დატოვების გადაწყვეტილება მიიღო.

სიახლეები

საქართველოში ჩემი გულის ნაწილს ვტოვებ და სამუდამოდ ვიქნები ქართველი ხალხის ნამდვილი მეგობარი – დანიგანი

საქართველოში ჩემი გულის ნაწილს ვტოვებ და სამუდამოდ ვიქნები ქართველი ხალხის ნამდვილი მეგობარი - ამის...

დაკავებული ირაკლი ბათიაშვილი მოჰყავდათ და მამამისის პანაშვიდზე იდგა მთელი დღე – ნუცა ბათიაშვილი

„თავისუფალი უნივერსიტეტის“ სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამების დეკანი ნუცა ბათიაშვილი სოციალურ ქსელში იხსენებს, რომ როცა...

“როგორ გძინავთ ღამე ამდენი ხალხის ცოდვით!” – თბილისში დაღუპულის დისშვილი კახა კალაძესა და მერიას მიმართავს

"დეიდაჩემი ტონიანი სინკარების ქვეშ მოყვა და ადგილზე გარდაიცვალა, ყინვასა თუ სიცხეში იდგა დღეში 20...

ოკეანეში შვეულმფრენის ჩავარდნის შემდეგ, აშშ-ში ქართველ მეცნიერს ეძებენ

ამერიკის შეერთებულ შტატებში მოღვაწე ქართველი მეცნიერი, ბიოლოგი ცოტნე ჯავახიშვილი შვეულმფრენით ოკეანეში ჩავარდა. როგორც სოციალურ...