მთავარისიახლეებიპოლიტიკასაპროტესტო აქცია რუსთაველზე დღეს 19:00 საათზე განახლდება

საპროტესტო აქცია რუსთაველზე დღეს 19:00 საათზე განახლდება

Published on

პროტესტი გრძელდება – ოპოზიცია დეტალურ სამოქმედო გეგმაზე დღის განმავლობაში შეჯერდება და მოქალაქეებს პარლამენტის წინ დღეს საღამოს 7 საათზე შეკრებისკენ მოუწოდებს.

ოპონენტები ხელისუფლებას კანონგარეშე ქმედებაში ადანაშაულებენ და აცხადებენ, რომ ურთულესი ვითარება ხელისუფლების პოლიტიკური პასუხისმგებლობის გარეშე ვერ განიმუხტება.

მოთხოვნათა შორის არის პარლამენტის თავმჯდომარისა და შინაგან საქმეთა მინისტრის გადადგომა და ვადამდელი არჩევნების პროპორციული სისტემით ჩატარდება.

„7 საათზე პარლამენტთან შეიკრიბებიან აუცილებლად იმიტომ, რომ განახლდება აქცია. აქ უკვე აღარც პოლიტიკური პარტიაა მნიშვნელოვანი, აღარც პოლიტიკოსები. ეს უკვე არის მოქალაქის დაპირისპირება ე.წ. ხელისუფლებასთან, რომელიც რეჟიმად გაფორმდა“, – აცხადებს “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე, გრიგოლ ვაშაძე.

ოპოზიციაში ამბობენ, რომ სამოქალაქო პროტესტი გაგრძელდება. 

„ჩვენ ვაპირებთ გავაგრძელოთ ხალხთან ერთად ყოფნა, სამოქალაქო პროტესტი. ფაქტობრივად, ეროვნული დაუმორჩილებლობა არის, რაც აუცილევლად დამთავრდება პუტინის მორჩილი ივანიშვილის რეჟმის დამთავრებით“, – აცხადებს გიორგი ბარამიძე.

“ნაციონალური მოძრაობის” კიდევ ერთი წარმომადგენელი, ლევან ხაბეიშვილი რუსთაველზე მიმდინარე პროტესტს ღირსების აქციას უწოდებს და პოლიტიკური კუთვნილების მიუხედავად მოსახლეობას ქუჩაში გამოსვლისკენ მოუწოდებს.

“ევროპული საქართველო” აქციის მონაწილეებს მშვიდობიანი პროტესტისკენ მოუწოდებს და ძალადობის ყოველგვარ ფორმებს გმობს.

„ჩვენ ვართ მომხრე მხოლოდ მშვიდობიან ჩარჩოში პროტესტის და  ყოველგვარი ძალადობის, თუნდაც ლეგიტიმური ბრაზის საფუძველზე, ძალადობის წინააღმდეგი. ეს არის “ევროპული საქართველოს” პოზიცია და ამას ადგილზეც ვცდილობდით ფიზიკურად, რითიც ბევრი იქ მყოფი გაბრაზებული ახალგაზრდის უკმაყოფილება დავიმსახურეთ“, – აცხადებს გიგა ბოკერია. 

პასუხისმგებელი პირების თანამდებობიდან გადაყენებას ითხოვენ “თავისუფალი დემოკრატები” და ხელისუფლებას საარჩევნო სისტემის ცვლილებისკენ მოუწოდებენ.

„უნდა გადადგეს პარლამენტის თავმჯდომარე, შინაგან საქმეთა მინისტრი და უნდა მოახდინოს საზოგადოებამ ზეწოლა ხელისუფლებაზე, რათა ვაიძულოთ ხელისუფლება, შეიცვალოს საარჩევნო სისტემა და გადავიდეს პროპორციულ სამართლიან სისტემაზე, რომლითაც გავისტუმრებთ ამ ხელისუფლებას”, – განაცხადა შალვა შავგულიძემ.

სიახლეები

ქართველი ხალხის დღის წესრიგი რუსეთთან დაბრუნება უნდა გახდეს – ალაუდინოვი მჟავანაძესთან

"დღეს დადგა დრო, როცა ქართველებმა ყველაფერი უნდა გაიხსენონ და თქვან: რუსებო, ჩვენ ყოველთვის თქვენთან...

გაერომ მიიღო რეზოლუცია, რომელიც გატაცებული უკრაინელი ბავშვების დაბრუნებას მოითხოვს

გაერო-ს გენერალურმა ასამბლეამ სპეციალურ საგანგებო სესიაზე მიიღო რეზოლუცია, რომელიც რუსეთისგან გატაცებული უკრაინელი ბავშვების დაბრუნებას...

ჩემმა საქართველოში ვიზიტმა დემოკრატიული უკუსვლა აჩვენა – ელინა ვალტონენი

ჩემმა საქართველოში ვიზიტმა დემოკრატიული უკუსვლა აჩვენა - ამის შესახებ ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ელინა...

საია- შსს გავრილოვის ღამეს დაზარალებულს ზიანს არ უნაზღაურებს

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის (საია) განცხადებით, შინაგან საქმეთა სამინისტრო არ ასრულებს სასამართლოს გადაწყვეტილებას და...