მთავარისიახლეებიპოლიტიკასამმა ახალგაზრდამ თვალი დაკარგა, ორი სიკვდილს ებრძვის

სამმა ახალგაზრდამ თვალი დაკარგა, ორი სიკვდილს ებრძვის

Published on

ვრცელდება უმძიმესი ინფორმაცია, რომ ევექსის რეგიონალურ ჰოსპიტალში . გუშინ, რუსთაველის გამზირზე სპეცრაზმის მიერ მშვიდობიანი მომიტინგეების დარბევისას დასავებულოი 2 ახალგაზრდა მამაკაცი სიკვდილს ებრძვის.

ორივე მათგანს მძიმე ტრამვა თავის არეში აქვს მიყენებული. მათი მდგომარეობა კრიტიკულია. ერთ-ერთ მათგანს ამ წუთებში სასწრაფო ოპერაცია უტარდება.

წყარო ყვება, რომ ინფორმაცია მკაცრად გასაიდუმლოებულია. 

ამ წუთებში ვრცელდება აგრეთვე ინფორმაცია რომ თვალი ამოღება დასჭირდა წუხელ დშავებულ კიდევ ერთ ახალგაზრდას. ბრმა და დაუნდობელი ხელისუფლების რუსულ თამაშებს და ბრძოლას ტახტისთვის საკუთარი ხალხის წინააღმდეგ სამი ახალგაზრდის თვალები შეეწირა

24 წლის მსახიობს, რომელმაც გუშინ სამართალდამცავების მხრიდან ნასროლი რეზინის ტყვიის გამო თვალი დაუზიანდა, “ნიუ ჰოსპიტალში” ოპერაცია უტარდება. ექიმების ინფორმაციით, მას თვალის გარდა თავის ტვინის დაზიანებაც აქვს მიღებული და ამ წუთებში ოპერაცია უტარდება. მას გუშინ ალადაშვილის სახელობის კლინიკაშიც ჩაუტარდა ერთი ოპერაცია. 

პარლამენტის წინ მომხდარი დაპირისპირების შედეგად 240 ადამიანია დაშავებული. აღნიშნულ ინფორმაციას ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე ავრცელებს.

პარლამენტის წინ დაპირისპირების დროს დაშავებულების ნაწილს ოპერაცია უტარდება.

ამ დროისთვის რეგიონულ ჰოსპიტალში 81 დაშავებული შეიყვანეს, მათ შორის, 77 პოლიციელია, ხოლო 4 – სამოქალაქო პირი.

არცერთ სამართალდამცავს მძიმე დაზიანება არ აქვს მიღებული.

სიახლეები

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან - ინფორმაციას ჟურნალისტი არიელ ჰელვანი...

პაპუაშვილი-დღეს ევროკავშირი გადართულია საქართველოს დაზიანების კურსზე

დღეს ბრიუსელი ცდილობს რომ დააზიანოს საქართველო ყველანაირად - ეკონომიკურად, პოლიტიკურად, სოციალურად დააზიანოს ქართველი ხალხი,...

ევროკავშირი შავი ზღვის უსაფრთხოების ჰაბის შესაქმნელად 50 მლნ ევროს გამოყოფს

ევროკავშირი სამოქალაქო გემებზე თავდასხმების გახშირების ფონზე, რუმინეთ-ბულგარეთის ერთობლივი შავი ზღვის საზღვაო უსაფრთხოების ჰაბის შექმნის...

ჟურნალისტ გურამ როგავაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს 5-წლიანი პატიმრობა მიესაჯა

ჟურნალისტ გურამ როგავაზე 2024 წლის საპროტესტო აქციაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს, გურამ კირკიტაძეს, 5-წლიანი პატიმრობა...