მთავარისიახლეებიპოლიტიკაროგორც იქნა - პრეზიდენტმა გუშინდელ მოვლენებზე გამოხმაურება ინება, თუმც არც მწვადი დაწვა,...

როგორც იქნა – პრეზიდენტმა გუშინდელ მოვლენებზე გამოხმაურება ინება, თუმც არც მწვადი დაწვა, არც შამფური

Published on

საქართველოს პრეზიდენტი წუხელ თბილისის ცენტრში განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა, რა დროსაც სპეციალური დანიშნულების რაზმებმა საპროტესტო აქციის მონაწილეები ძალისმიერ მეთოდებით, რეზინის ტყვიებითა და წიწაკის გაზით დაშალა:

„კმარა დღემდე რაც მსხვერპლი გავიღეთ შიდა დაპირისპირებისა და გარე აგრესიის გამო. თანადგომას ვუცხადებ ყველა ოჯახს, ეს არ არის მხოლოდ ტრაგედია არამედ მთელი ქვეყნის.

პროტესტის ფორმა გასცდა კონსტიტუციურ ჩარჩოებს, სამართალდამცავებს ევალებათ მოქალაქეების საფრთხისგან დაცვა, თუმცა ეს ვერ ამსუბუქებს იმ ადამიანების მდგომაროებას რომლებიც მე დღეს საავადმყოფოში ვნახე.

ვერავინ მოიხსნის პასუხისმგებლობას და ვნახეთ რომ არ მოიხსნეს.

ველოდები რომ ხელისუფლება ამ ტრაგედიას სწორად შეაფასებს და ყველაფერს პასუხი გაეცემა

დაისვას იმ პირთა პასუხისმგებლობის საკითხი ვინც ქვეყანა ასეთი საფრთხის წინაშე დააყენა. მათი მიზანია ანტიკონსტიტუციური და ანტი სამართლებრივი ქმედებებით განახორციელონ რუსეთის მიზანი.

ყველამ უნდა გავაცნობიეროთ რომ ქვეყანაში დაპირისპირება დიდ დარტყმას აყენებს თითოეულ ჩვენგანს და სახელმწიფოს და აძლიერებს მხოლოდ მტერს.“- განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

სიახლეები

საქართველოში თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები უნდა ჩატარდეს – ჯო უილსონი

უნდა ჩატარდეს თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები! - ამის შესახებ აშშ-ის ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარის, ჯო...

საია პროკურატურას მოუწოდებს, დროულად განახორციელოს ქორიძეზე და გახარიაზე თავდამსხმელთა დევნა

საია მოუწოდებს საქართველოს პროკურატურას, ეფექტიანი საპროცესო ზედამხედველობის ფარგლებში, დროულად განახორციელოს გიორგი გახარიას და ზვიად...

პარტია “საქართველოსთვის” განცხადებას ავრცელებს

ჯგუფური თავდასხმა გიორგი გახარიაზე - "საქართველოსთვის" განცხადებას ავრცელებს. გახარიას პარტია ითხოვს დაუყონებლივ და საფუძვლიან გამოძიებას...

გიორგი გახარიას პირველი განცხადება მასზე განხორციელებული თავდასხმის შემდეგ

გიორგი გახარიას პირველი განცხადება მასზე განხორციელებული თავდასხმის შემდეგ - პარტია "საქართველოსთვის" ლიდერი სოციალურ ქსელში...