მთავარისიახლეებიპოლიტიკაქუცნაშვილო, უყურე ,,იმედს'' და გარეთ არ გაიხედო

ქუცნაშვილო, უყურე ,,იმედს” და გარეთ არ გაიხედო

Published on

ზაქარია ქუცნაშვილის თქმით, ის, რაც 20 ივნისის ღამეს პარლამენტთან მოხდა, მხოლოდ ოპოზიციის პასუხისმგებლობაა, ვინაიდან ძალადობრივი მოწოდებები სწორედ მათ გააკეთეს. 

დეპუტატი ამბობს, რომ მას არც სპეცრაზმელების მხრიდან მოქალაქეებზე ძალადობა უნახავს, ვინაიდან ტელეკომპანია იმედს უყურებდა. 

“ეს არის პოლიტიკური ოპოზიციის პასუხისმგებლობა, ვინც გააკეთა ძალადობრივი შინაარსის მოწოდებები, ვინც გამოიწვია აგრესია პოლიციაზე. მე არ ავიღებ პასუხისმგებლობას ოპოზიციის ქმედებებზე. საკმარისზე მეტ პასუხისმგებლობას ვიღებ მე. ოპოზიციის საქციელზე მე პასუხისმგებლობას როგორ ავიღებ. ოპოზიციამ გააკეთა უკანონო მოწოდებები, მათ გააკეთეს პარლამენტში შეჭრის შესახებ განცხადებები და ამაზეც ზაქარიამ აიღოს პასუხისმგებლობა? 

მე რაც ვნახე, ყველა კადრი არ მინახავს, მე რაც ვნახე, იქ ძალადობა არ იყო. მე ვუყურებდი ტელეკომპანია იმედს, შესაბამისად, პირიქით, პოლიცია სამი საათის განმავლობაში იყო ფიზიკური ძალადობის ქვეშ. ეს ნახა მთელმა მსოფლიომ, როგორ იქცეოდნენ უპასუხისმგებლო ოპოზიციონერების წაქეზებით”, – თქვა მანდატდახეულმა თუ მანდატგადასახევმა დეპუტატმა. 

სიახლეები

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან - ინფორმაციას ჟურნალისტი არიელ ჰელვანი...

პაპუაშვილი-დღეს ევროკავშირი გადართულია საქართველოს დაზიანების კურსზე

დღეს ბრიუსელი ცდილობს რომ დააზიანოს საქართველო ყველანაირად - ეკონომიკურად, პოლიტიკურად, სოციალურად დააზიანოს ქართველი ხალხი,...

ევროკავშირი შავი ზღვის უსაფრთხოების ჰაბის შესაქმნელად 50 მლნ ევროს გამოყოფს

ევროკავშირი სამოქალაქო გემებზე თავდასხმების გახშირების ფონზე, რუმინეთ-ბულგარეთის ერთობლივი შავი ზღვის საზღვაო უსაფრთხოების ჰაბის შექმნის...

ჟურნალისტ გურამ როგავაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს 5-წლიანი პატიმრობა მიესაჯა

ჟურნალისტ გურამ როგავაზე 2024 წლის საპროტესტო აქციაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს, გურამ კირკიტაძეს, 5-წლიანი პატიმრობა...