მთავარისიახლეებიპოლიტიკაქართულმა ოცნებამ ერთი ბარტყი გადმოაგდო, როდის დარჩება ეულად ოლიგარქის შუშის ბუდე?

ქართულმა ოცნებამ ერთი ბარტყი გადმოაგდო, როდის დარჩება ეულად ოლიგარქის შუშის ბუდე?

Published on

“პირველი რადიოს” ინფორმაციით, ,,ქართული ოცნების” პოლიტსაბჭოს სხდომაზე პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის თანამდებობიდან გადადგომის გადაწყვეტილება იქნა მიღებული. განცხადება ამ თემაზე პარტიის ოფისში რამდენიმე წუთში გაკეთდება.

კობახიძეს უნდა მოხვედროდა და მოხვდა კიდეც, მაგრამ გადაარჩენს თუ არა ივანიშვილს ერთი ბარტყი გადმოგდება, ხალხის რეაქცია გვიჩვენებს – საქართველოში ივანიშვილისა და მისი ნირწამხდარი გარემოცვის გარდა არავის სჯერა რომ შეძლებენ ხალხი დააწმუნონ, რომ კობახიძე ივანიშვილთან შეთანხმებისაგარეშე მოქმედებდა.

არ სჯერათ ეს საქართველო უცხოელ მეგობრებსაც

უცხოელი ანალიტიკოსი პოლ კრიგო საქართველოში რუსი დეპუტატების ვიზიტს ეხმაურება. კრიგო ამბობს, რომ მისთვის ქართველი ხალხის აღშფოთება და პროტესტი აბსოლუტურად გასაგებია. მისი განცხადებით, სპიკერის სავარძელში ნებისმიერი რუსის ხილვა ასეთივე მწვავე  რეაქციას გამოიწვევდა.

ანალიტიკოსი დარწმუნებულია, რომ გავრილოვის მოწვევა ბიძინა ივანიშვილის ნებართვის გარეშე არ მოხდებოდა.

 „ცხადია, ვიღაცამ ძალიან დიდი შეცდომა დაუშვა, მათ შორის პარლამენტის სპიკერმაც. თუმცა, ის ამას არ გააკეთებდა, ბიძინა ივანიშვილის ნებართვის გარეშე, რომელიც “ქართული ოცნების” ხელმძღვანელია. იმ სავარძელში ნებისმიერი რუსის ყოფნა პრობლემური იქნებოდა. განსაკუთრებით კი, ნაციონალისტური გეგმის მქონე კომუნისტური პარტიის წევრის. ეს ძალიან არასწორი სიმბოლოა და იმედია, ივანიშვილმა იცის, რომ დიდი შეცდომა დაუშვა. მე არ ვიცი და არ მესმის, ეს როგორ უნდა გააკეთო,”- განაცხადა კრიგომ.

სიახლეები

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან - ინფორმაციას ჟურნალისტი არიელ ჰელვანი...

პაპუაშვილი-დღეს ევროკავშირი გადართულია საქართველოს დაზიანების კურსზე

დღეს ბრიუსელი ცდილობს რომ დააზიანოს საქართველო ყველანაირად - ეკონომიკურად, პოლიტიკურად, სოციალურად დააზიანოს ქართველი ხალხი,...

ევროკავშირი შავი ზღვის უსაფრთხოების ჰაბის შესაქმნელად 50 მლნ ევროს გამოყოფს

ევროკავშირი სამოქალაქო გემებზე თავდასხმების გახშირების ფონზე, რუმინეთ-ბულგარეთის ერთობლივი შავი ზღვის საზღვაო უსაფრთხოების ჰაბის შექმნის...

ჟურნალისტ გურამ როგავაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს 5-წლიანი პატიმრობა მიესაჯა

ჟურნალისტ გურამ როგავაზე 2024 წლის საპროტესტო აქციაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს, გურამ კირკიტაძეს, 5-წლიანი პატიმრობა...