მთავარისიახლეებიპოლიტიკანინო ბურჯანაძე: "20 მაისი, კიდევ ერთი სისხლიანი ღამე რუსთაველზე - ასე...

ნინო ბურჯანაძე: “20 მაისი, კიდევ ერთი სისხლიანი ღამე რუსთაველზე – ასე შევა ისტორიაში ბიძინა ივანიშვილი და „ქართული ოცნების“ ხელისუფლება.

Published on

„ერთიანი საქართველო – დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერი ნინო ბურჯანაძე პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის გადადგომას ეხმაურება და აცხადებს, რომ კობახიძის გადაყენებით პოლიტიკური კრიზისი არ განიმუხტება.

„ბიძინა ივანიშვილს, გუშინ რომ გაეთავისუფლებინა ირაკლი კობახიძე დაკავებული თანამდებობიდან, ამით თავიდან აიცილებდა აქციის დარბევის უმძიმეს ფაქტს. კობახიძის მსგავსი პაიკების გადანაცვლებით ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი არ განიმუხტება.

დღეს უკვე ხელისუფლებას სერიოზული პოლიტიკური ფასის გადახდა და ვადამდელი პროპორციული არჩევნებით წასვლა მოუწევს. “- განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.

მისივე თქმით, რუსეთთან დიალოგი არ ნიშნავს პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელზე გავრილოვის”წამოსკუპებას“.

“20 მაისის ღამე – კიდევ ერთი სისხლიანი ღამე რუსთაველზე. ასე შევა ისტორიაში ბიძინა ივანიშვილი და „ქართული ოცნების“ ხელისუფლება.

ის, რაც წუხელ ვიხილეთ ერთმნიშვნელოვნად არის ხელისუფლების პასუხისმგებლობის საკითხი.

ეს უბედურება მოჰყვა ხელისუფლების უგუნურებას. დიდი პოლიტიკური გამჭრიახობა არ იყო საჭირო იმის მისახვედრად, რომ ქართველი ხალხისათვის, რომელსაც ჯერ კიდევ არ მოშუშებია აფხაზეთის, ცხინვალის და 2008 წლის აგვისტოს ომის ჭრილობები, მტკივნეული და შეურაცხმყოფელი იქნებოდა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელში, დუმის მოქმედი დეპუტატის ხილვა და ამას საზოგადოების მხრიდან მწვავე რეაქცია მოჰყვებოდა.

ის რასაც ჩვენ ვაცხადებდით, ტერიტორიული მთლიანობის აღსადგენად დიალოგის აუცილებლობასთან დაკავშირებით, არ ნიშნავს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელზე, რომელიც არის ქვეყნის სტაბილურობისა და დამოუკიდებლობის სიმბოლო, წამოგვესკუპა გავრილოვი ან სხვა მისი კოლეგა.

ხელისუფლებამ პასუხი უნდა აგოს იმ უბედურებისთვის, რაც გუშინ მოხდა, მხოლოდ ეს არის ვითარების სტაბილურობისთვის ერთადერთი გამოსავალი” – აღნიშნა ბურჯანაძემ.

სიახლეები

კვერცხი 7%-ით, ხორცი 3%-ით, ბაღჩეული და ბოსტნეული კი 26,3%-ით გაძვირდა – საქსტატი

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, მაისში წლიური ინფლაციის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ სურსათსა...

საბა ჯიქიას, საქმეზე განაჩენი 10 ივლისს გამოცხადდება

"4 წელი მალე გავა, მალე გამოვალ" - ასეთი წარწერა გააკეთა დღეს განაჩენის მოლოდინში მყოფმა...

საქართველო პუტინის მარიონეტების მიერ სახელმწიფოს მიტაცებას განიცდის – პავილიონისი

საქართველო პუტინის მარიონეტების მიერ სახელმწიფოს მიტაცებას განიცდის - ამის შესახებ ლიეტუვის პარლამენტის საგარეო საქმეთა...

შეშფოთებულები ვართ პოლიტიკოსების დაპატიმრებებით – მარია ტელალიანი

ეუთოს ყოველწლიურ საპარალამენტო ასამბლეაზე, ეუთო/ოდირის დირექტორმა, მარია ტელალიანიმ საქართველოს შესახებ ისაუბრა. მისი თქმით, ორგანიზაცია...