მთავარისიახლეებიპოლიტიკამიხეილ სააკაშვილი; ჩემი ინფორმაციით, ივანიშვილის სპეცრაზმს ის ცრემლსადენი გაზი პრაქტიკულად გაუთავდა...

მიხეილ სააკაშვილი; ჩემი ინფორმაციით, ივანიშვილის სპეცრაზმს ის ცრემლსადენი გაზი პრაქტიკულად გაუთავდა და მე მინდა ვთხოვო მეზობელი ქვეყნების ხელმძღვანელობას, აზერბაიჯანს, სომხეთს და თურქეთს არ მიაწოდონ ივანიშვილს ცრემლსადენი გაზი, არ მიაწოდონ ქართველი ხალხის დასასჯელად

Published on

ივანიშვილი სულ მალე გაქუსლავს საქართველოდან, თუ მოვასწარით, ჩვენ მას საქართველოში ვაგებინებთ პასუხს ქართველ ხალხზე განხორციელებულ ძარცვაზე და ძალადობაზე.

ძალიან ბევრი ადამიანი იძვრება ახლა რეგიონებიდან. ჩვენ მოვუწოდეთ გუშინ, რომ ემიგრანტები ჩამოვიდნენ საქართველოში და შეუერთდნენ მშვიდობიან პროტესტს. ივანიშვილის თავგასულობასა და გუშინდელ კატასტროფასთან დაკავშირებით და ძალიან ბევრი ემიგრანტი იღებს ბილეთს და მოდის, ახლა მატყობინებენ ყველა მხრიდან.მიხეილ სააკაშვილი ვიდეომიმართვას ავრცელებს.

 ასევე რეგიონებიდან მასობრივად მოდის ხალხი. ახლა ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ვიყოთ ბევრი. ჩემი ინფორმაციით, ივანიშვილის სპეცრაზმს ის ცრემლსადენი გაზი პრაქტიკულად გაუთავდა და მე მინდა ვთხოვო მეზობელი ქვეყნების ხელმძღვანელობას, აზერბაიჯანს, სომხეთს და თურქეთს არ მიაწოდონ ივანიშვილს ცრემლსადენი გაზი, არ მიაწოდონ ქართველი ხალხის დასასჯელად, იმიტომ რომ ივანიშვილი გაქუსლავს, მაგრამ ჩვენს მეზობლებთან ჩვენ უნდა ვიცხოვროთ. ამიტომ, მივმართავ მეზობელ ქვეყნებს ივანიშვილს გაუთავდა ცრემლსადენი გაზი და არცერთ შემთხვევაში არ მოხდეს ამ მარაგების შევსება.

მინდა მადლობა ვუთხრა ელჩებს, ივანიშვილი აპირებდა გუშინ რამდენიმე ოპოზიციური ლიდერის დაკავებას და ასევე ფიქრობდნენ რუსთავი ორზე შეტევის განხორციელებაზე და ელჩებმა მათ ეს გადააფიქრებინეს და ეს უკვე კარგი მიღწევაა. ახლა ძალიან მნიშვნელოვანია, რომ დღეს საღამოს ვიყოთ ბევრი. ეს არის გადამწყვეტი. პრაქტიკულად ივანიშვილის რეჟიმი ღაფავს სულს. მოლდოვაში ახლახან გაიქცა ოლიგარქი. ყველას გადავცეთ ახლობლებს, მეგობრებს, მივმართავ უცხოეთში მცხოვრებ ქართველებს, ყველამ დაურეკეთ ნათესავებს. ხალხი მოდის სამეგრელოდან, იმერეთიდან, გურიიდან, აჭარიდან, სამცხე-ჯავახეთიდან, კახეთიდან, ქართლიდან, ახალქალაქიდან, ყველა მხრიდან და ჩვენ ვიქნებით ძალიან ბევრი. ახლა ხალხის რაოდენობა არის გადამწყვეტი, ივანიშვილის რეჟიმმა გადააბიჯა ბოლო ზღვარს. მცდელობა აქვს ჩამოყალიბდეს ძალადობრივ დიქტატურად და ჩვენ ეს არ უნდა დავუშვათ საქართველოს და ჩვენი შვილების მომავლიდან გამომდიანრე. გუშინ ჩვენ გვიცემეს ახალგაზრდები რუსების გამო, სუნიანი რუსი დეპუტატის გამო. ამიტომ მე ძალიან გთხოვთ, ახლა გადავდოთ ყველამ ჩვენ ჩვენი საქმეები  შეურთდეთ საღამოს თბილისში დაგეგმილ აქციას, რომლის მოთხოვნაა რიგგარეშე არჩევნები, რა თქმა უნდა, მთელი მთავრობის და ივანიშვილის მოშორება, მისი მარწუხების ჩამოაშორება ქართველი ხალხის ბედის განკარგვისგან. ყველაფერი გამოგვივა, მოლდოვად გამოუვიდა, უკრაინას და სომხეთს გამოუვიდა, საქართველოს რატომ არ უდნა გამოუვიდეს?

სიახლეები

ირანი კიდევ ორი გენერლის დაღუპვას ადასტურებს

ისრაელის სარაკეტო იერიშებს ირანის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დაზვერვის უფროსის მოადგილე, გენერალი გოლამრეზა მეჰრაბი...

ისრაელსა და ირანს შორის კონფლიქტის გამო, დღეს საქართველოს აეროპორტებიდან 19 ავიარეისი გაუქმდა

ისრაელსა და ირანს შორის კონფლიქტის გამო 14 ივნისს საქართველოს აეროპორტებიდან 19 ავიარეისი გაუქმდა -...

აქტივისტი პლაკატით „ანწუხელიძე უკვდავია“ 5000 ლარით დააჯარიმეს

სამოქალაქო აქტივისტი თამარ კურატიშვილი მოსამართლე ლელა ცაგარეიშვილმა ხუთი ათასი ლარით დააჯარიმა. მას 28 მარტს...

ნეთანიაჰუს მიმართვა ირანელ ხალხს-ისრაელი თქვენ არ გებრძვით, ჩვენს საერთო მტერს ვებრძვით

ისრაელის პრემიერმინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ ირანში ისრაელის იერიშებთან და ოპერაცია "აღმავალ ლომთან" დაკავშირებით ირანელ ხალხს...