მთავარიUncategorizedკობახიძის გადადგომა და მით უმეტეს მისი თალაკვაძით ჩანაცვლება არის დაცინვა და უნდა...

კობახიძის გადადგომა და მით უმეტეს მისი თალაკვაძით ჩანაცვლება არის დაცინვა და უნდა დაისაჯოს მთავარი ჟანდარმი გიორგი გახარია – ნიკა გვარამია

Published on

ნიკა გვარამია შს მინისტრი გადადგომას და მის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყებას ითხოვს. მან განცხადება “რუსთავი 2”-ის სახელით გააკეთა. არხის გენერალური დირექტორის თქმით, კობახიძის გადადგომა და მით უმეტეს მისი თალაკვაძით ჩანაცვლება არის დაცინვა და უნდა დაისაჯოს მთავარი ჟანდარმი გიორგი გახარია.

„დაცინვად მივიჩნევთ კობახიძის თალაკვაძით შეცვლას. და საერთოდაც ეს მიგვაჩნია უკვე აბსოლუტურად მოძველებული მოთხოვნად და რეზულტატად მიუხედავად იმი8სა, რომ შედეგი ცხადყოფს რომ ივანიშვილის შეშინებულია. მიუხედავად ამისა ეს რეზულტატი აბსოლუტურად არასაკმარისია პირადად “რუსთავი 2”- თვის. რადგან “რუსთავი 2”- ის შეფასებით და მოთხოვნით ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანია ე.წ. გავრილოვის ღამის მომწყობის, სისხლიანი ჟანდარმის, ამ ქვეყნის შს მინისტრის გახარიას არა მხოლოდ გადადგომა არამედ სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემა. გუშინ მან ჩაიდინა უმძიმესი დანაშაული. მისი ბრძანებით მისმა საპოლიციო რაზმმა, უზრუნველყო ის, რომ შეფერხებული იყო მასობრივად ჟურნალისტური საქმიანობა. ჟურნალისტებს და ოპერატორებს, განსაკუთრებულად “რუსთავი 2”-ის დამიზნებით ესროდნენ, დასდევდნენ და  ხელს უშლიდნენ ჟურნალისტური საქმიანობის განხორციელებაში. ამან მოიტანა მძიმე შედეგი, მძიმე მდგომარეობაშია ჩვენი წამყვანი ჟურნალისტი , თამარ ბაღაშვილი. ცოტა ხნის წინ დასრულდა ოპერაცია. მას აქვს მძიმე მდგომარეობა. კიდევ უფრო მძიმე მდგომარეობაში ჩვენი მეორე თანამშრომელი გიორგი სულაშვილი, რომელმაც დაკარგა თვალი. და ეს ზოგადად კოშმარული ღამე იყო იმიტომ რომ ათამდე ადამიანმა დაკარგა თვალი და აღუდგენელი სხეულის დაზიანება მიიღო და მათ შორის არის ჩემი თანამშრომელი. არის სასტიკად ნაცემი და აქვს ყბა სახის მოტეხილობა. უკეთდება ოპერაცია,“-განაცხადა ნიკა გვარამიამ.

მისივე თქმით პასუხისგებაში უნდა მიეცნენ ის პოლიციელებიც, რომლებიც დამიზნებით ესროდნენ მოქალაქეებს და მათ შორის ჟურნალისტებს.

„პოლიციელები უნდა დაისაჯონ და პასუხი აგონ სისხლიანი დარბევისთვის და ძალის გადამეტებისთვის. გუშინ სამწუხაროდ ხელისუფლებამ მოსპო ქართული პოლიციის მაღალი ავტორიტეტი,“-განაცხადა ნიკა გვარამიამ და აღნიშნა, რომ გუშინ სამართალდამცველები მოიქცნენ როგორც ივანიშვილის პირადი სადამსჯელო რაზმი. 

ნიკა გვარამიას განცხადებით, “რუსთავი2” მხარს დაუჭერს ყველას ვინც უზურპატორი ხელისუფლების წინააღმდეგ კანონის დაცვით იმოქმედებს.

“ქვეყანას მართავს ოლიგარქი დიქტატორი, რუსთავი 2 არ აპირებს ამასთან შეგუებას და მზად არის მხარი დაუჭიროს როგორც მედიამ, ნებისმიერ კანონის ფარგლებში მოქმედ წინააღმდეგობას, უზურპირებული ხელისუფლების ხალხისთვის დასაბრუნებლად,”-განაცხადა ნიკა გვარამიამ. 

სიახლეები

დუბაი-თელ-ავივის რეისის ინციდენტის ერთ-ერთ ამხსნელ ვერსიად ტერაქტს განიხილავენ

ებრაული მედიები მე-12 არხი და Ynet იუწყებიან, რომ ისრაელში სულ უფრო მყარდება მოსაზრება, რომლის...

რუსეთმა დიზელის საწვავის ექსპორტზე აკრძალვა გაახანგრძლივა

რუსეთმა დიზელის საწვავის ექსპორტზე აკრძალვა გაახანგრძლივა - ინფორმაციას რუსული მედია tass.ru ავრცელებს. „ხელი მოეწერა ბრძანებულებას,...

კირცხალია ღარიბაშვილს-ბოლომდე დაემსგავსეთ სააკაშვილს

გუშინ ირაკლი ღარიბაშვილის მორიგი წერილი გავრცელდა, სადაც მან სიახლე შემოგვთავაზა. წინა განცხადებებისგან განსხვავებით, რომელშიც აქცენტები...

თიბისი მომხმარებლებს საქართველოს დიდი ქალაქების საზოგადოებრივ ტრანსპორტში 50%-იან ქეშბექს სთავაზობს

თიბისი, საქართველოს მასშტაბით, საზოგადოებრივ ტრანსპორტზე ხელმისაწვდომობას ზრდის და მომხმარებლებს დამატებით სარგებელს სთავაზობს. ქუთაისის, ბათუმის, რუსთავის,...