მთავარისიახლეებიპოლიტიკა"ივანიშვილმა თქვა, დაარბიეთ 12 საათამდე რომ დავიძინოო... არანაირი მოლაპარაკება გახარიასთან, ბახტაძესთან და...

“ივანიშვილმა თქვა, დაარბიეთ 12 საათამდე რომ დავიძინოო… არანაირი მოლაპარაკება გახარიასთან, ბახტაძესთან და ვიღაც შნირებთან”- მიხეილ სააკაშვილი

Published on

თბილისში მიმდინარე მოვლენებს საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ვიდეომიმართვაში გამოეხმაურა:
“ივანიშვილმა თქვა, რომ 12 საათამდე თუ არ დაშალეთ ხალხი ყველას დაგსჯით, ამ ნაძირალას უნდა სტაფილოს წვენის დალევა და დაძინება. მაგრამ ამავე დროს დაქოქილი ჰყავს ვერტმფრენი, როგორც კი ხალხი აიღებს სიტუაციას ხელში ივანიშვილი აფრინდება და გაიქცევა. მთავარია რომ მას გაქცევის საშუალება არ მივცეთ. მან თქვა რომ დაარბიეთ 12 საათამდე რომ დავიძინოო.

ახლა ქართველმა ხალხმა უნდა აიღოს სიტუაცია თავის ხელში და ივანიშვილის ვერტმფრენი არ უნდა გაუშვას შუშის სასახლიდან. ამ სპეცოპერაციას უშუალოდ ხელმძღვანელობს ივანიშვილი და ყველა მესიჯს ის იძლევა. ახლა ძალიან მნიშვნელოვანია რომ არ შევეგუოთ ამ ძალადობას, იმიტომ რომ ეს არის პირდაპირი გზა რუსეთის მიერ საქართველოს ოკუიპაციისა. ყველას ვისაც გვიყვარს საქართველო მიუხედავად პარტიულობისა და სიმპათია ანტიპათიისა, ახლა ძალიან მნიშვნელოვანია, როგორც არასდროს ხალხმა აიღოს სიტუაცია ხელში არ შეეშინდეს რეპრესიული აპარატის. ხალხი დაიძრა ქუთაისიდან, აჭარიდან, სამეგრელოდან, კახეთიდან და მოდიან რუსთაველზე. ჩვენ უნდა ყველანაირად მოვახერხოთ სიტუაციის ხელში აღება და ივანიშვილის არგაშვება შუშის სასახლიდან. არანაირი მოლაპარაკება გახარიასთან და ვიღაც ბახტაძესთან და ვიღაც შნირებთან, ყველას ტექსტებს უწერს ივანიშვილი. გული მიკვდება იმაზე რასაც ვიყურებ, მაგრამ ყველაფერი გამოგვივა, არ უნდა მოვეშვათ და ბოლომდე მივიყვანოთ საქართველოს გათავისუფლება მშვიდობიანი ბრძოლით.”- განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

სიახლეები

საჰაერო თავდაცვა, დრონები, ყირიმი და ომი, რომელიც კრემლისთვის მძიმე ტვირთად იქცა

რუსი გენერლის ანონიმური ინტერვიუ: საჰაერო თავდაცვა, დრონები, ყირიმი და ომი, რომელიც კრემლისთვის სულ უფრო...

ალეკო ელისაშვილს 13-წლიანი პატიმრობა მიესაჯა

ალეკო ელისაშვილს 13-წლიანი პატიმრობა მიესაჯა - გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოში მოსამართლე გიორგი გელაშვილმა გამოაცხადა  ალეკო...

ნიკა გვარამია: ოპოზიციის სტრატეგია გაცხადებულია – შიგნით აქცია, გარეთ სანქცია

ოპოზიციის სტრატეგია გაცხადებულია: შიგნით აქცია - გარეთ სანქცია, - ამის შესახებ კოალიცია "ცვლილებისთვის" ლიდერი...

ე.წ. ქურდულ სამყაროსთან კავშირში მყოფ 29 დაკავებულს შორის ერთი ცაგერის საკრებულოს წევრია

ე.წ. ქურდულ სამყაროსთან კავშირში მყოფ 29 დაკავებულს შორის ერთი ცაგერის საკრებულოს წევრია - მედიის...