მთავარისიახლეებიპოლიტიკა"ივანიშვილმა სოლიდური თანხები გამოყო ახალგაზრდების მოსასყიდად, მაგრამ მინდა ვუთხრა - შეიძლება...

“ივანიშვილმა სოლიდური თანხები გამოყო ახალგაზრდების მოსასყიდად, მაგრამ მინდა ვუთხრა – შეიძლება ამ ქვეყანაში ყველაფერი იყიდოს, მაგრამ ქართველ ახალგაზრდებს “კიკუებად”ვერ აქცევს – ბაჩუკი ქარდავა

Published on

ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის ლიდერის, ბაჩუკი ქარდავას განცხადებით, ივანიშვილმა აქციაში მონაწილე ახალგაზრდების მოსყიდვის ბრძანება გასცა. 

როგორც ქარდავამ სპეციალურ ბრიფინგზე განაცხადა, სუს-ის მიერ ორგანიზებული ჯგუფები დღეს დაგეგმილი აქციის “ხელში ჩაგდებას” ცდილობენ. 

“ივანიშვილმა გუშინ მიიღო გადაწყვეტილება და სოლიდური თანხები გამოყო ახალგაზრდების მოსასყიდად, მაგრამ მინდა ვუთხრა ივანიშვილს – შეიძლება ამ ქვეყანაში ყველაფერი იყიდოს, მაგრამ ქართველ ახალგაზრდებს “კიკუებად”ვერ აქცევს, მალე ქართველი ახალგაზრდები “გააკიკუებენ” ბიძინა ივანიშვილს, რადგან ის ადამიანები, რომლებიც აი აქ, რუსთაველის გამზირზე იბრძოდნენ საქართველოს დამოუკიდებლობისა და თავისუფლებისთვის, არ გაიყიდებიან. მიზანი და ამოცანა აქვსთ ერთი, რომ სუს-ის მიერ ორგანიზებულმა ჯგუფებმა რამენაირად ჩაიგდონ საპროტესტო აქცია დღეს, რასაც ისინი ვერ მოახერხებენ და დღეს 7 საათზე საპროტესტო აქცია იქნება საქართველოს პატრიოტების ხელში და ეს არ დასრულდება მანამ, სანამ ივანიშვილი ხელისუფლებას არ დატოვებს”- თქვა ქარდავამ.

სიახლეები

“გახარია საქართველოსთვის” და „ლელო-ძლიერი საქართველო“ თვითმართველობის არჩევნების წინ თანამშრომლობაზე შეთანხმდა

ორი ოპოზიციური პარტია თვითმართველობის არჩევნების წინ თანამშრომლობაზე შეთანხმდა- “ლელო ძლიერი საქართველოს“ და “გიორგი გახარიას“...

ტრამპი უკრაინის შესაიარაღებლად ახალ “აგრესიულ” გეგმას გამოაცხადებს-Axios

ამერიკული გამოცემა Axios ორ საკითხზე ინფორმირებულ წყაროზე წერს, რომ 14 ივლისს აშშ-ს პრეზიდენტი დონალდ...

ამ ზაფხულს რუსულმა არმიამ მისი ხელმძღვანელობის მოლოდინები ვერ გაამართლა-ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ თქვა, რომ რუსეთის საზაფხულო იერიშის მცდელობამ არმიის ხელმძღვანელობის მოლოდინები არ...

ქუთაისში, ავტოსაგზაო შემთხვევას 2 ადამიანი ემსხვერპლა

ქუთაისში, ავტოსაგზაო შემთხვევას 2 ადამიანი ემსხვერპლა. ორი მსუბუქი ავტომობილი გაჩერებულ სატვირთო მანქანას შეეჯახა, რის...