მთავარისიახლეებიპოლიტიკაივანიშვილის ,,დემოკრატიით'' განცვიფრებული მსოფლიო

ივანიშვილის ,,დემოკრატიით” განცვიფრებული მსოფლიო

Published on

ვაცნობიერებთ იმ ტკივილს, რომელსაც ქართველი ხალხი განიცდის – ასე ეხმაურება საერთაშორისო საზოგადოება რუსთაველზე განვითარებულ მოვლენებს. ერთობლივი განცხადება შეერთებულმა შტატებმა და ევროკავშირმა გაავრცელეს. ვაშინგტონსა და ბრიუსელში აცხადებენ, რომ ყურადღებით აკვირდებიან მოვლენებს და ყველა მხარეს თავშეკავებისა და კონსტიტუციის დაცვისკენ მოუწოდებენ.

უცხოელი ანალიტიკოსები საქართველოში 20 ივნისს განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურნენ. გავრილოვის პარლამენტში მისვლის და მის მიერ სპიკერის ადგილის დაკავების გამო დაწყებული საზოგადოების პროტესტი აბსოლუტურად გასაგები აღმოჩნდა სპეციალისტებისთვის, რომლებიც თბილისში მოვლენებს მთელი დღის მანძილზე აკვირდებოდნენ.

“ძალიან უსიამოვნო სანახავია პარლამენტის თავმჯდომარის სკამში იხილო რუსეთის პარლამენტის წევრი, რომელიც კომუნისტური პარტიიდანაა და ძალიან ნაციონალისტური განწყობებით გამოირჩევა. ამას სიმბოლურად რომ შევხედოთ, მესმის, როგორ შეურაცხყოფილად იგრძნობდა თავს ხალხი. თუმცა ეს უფრო დიდ პრობლემასთან მიდის. რუსეთი ფუნდამენტურად მტრული ძალაა და ქართული მიწა აქვს ოკუპირებული. რუსეთთან მშვიდობიანი ურთიერთობის ძიება კარგია, თუმცა იმ დროს, როდესაც რუსეთი მტრულ ტაქტიკას განაგრძობს, მოიწვიო რუსი პარლამენტარები და დასვა იმ სავარძელში, უსიამოვნოა და სიტუაციაზე დადებითად არ იმოქმედებს,” – განაცხადა აშშ-ს თავდაცვის მდივნის ყოფილმა მოადგილემ, მაიკლ კარპენთერმა.

საზოგადოების პროტესტის ესმის ანალიტიკოს პოლ კრიგოსაც, რომელიც ამბობს, რომ პარლამენტის სპიკერის სავარძელში არათუ გავრილოვის, ნებისმიერი რუსის ხილვაც კი გამაღიზიანებელი იქნებოდა. კრიგო დარწმუნებულია, რომ გავრილოვის მოწვევა ბიძინა ივანიშვილის ნებართვის გარეშე არ მოხდებოდა.

„ცხადია, ვიღაცამ ძალიან დიდი შეცდომა დაუშვა, მათ შორის პარლამენტის სპიკერმაც. თუმცა, ის ამას არ გააკეთებდა ბიძინა ივანიშვილის ნებართვის გარეშე, რომელიც “ქართული ოცნების” ხელმძღვანელია. იმ სავარძელში ნებისმიერი რუსის ყოფნა პრობლემური იქნებოდა. განსაკუთრებით კი, ნაციონალისტური გეგმის მქონე კომუნისტური პარტიის წევრის. ეს ძალიან არასწორი სიმბოლოა და იმედია, ივანიშვილმა იცის, რომ დიდი შეცდომა დაუშვა. მე არ ვიცი და არ მესმის, ეს როგორ უნდა გააკეთო,” – განაცხადა კრიგომ.

 გავრილოვის ვიზიტთან და თბილისში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით  აშშ-ს ადმინისტრაციამ და ევროკავშირის დელეგაციამ ერთობლივი განცხადება გაავრცელა. მათ საქართველოს მოქალაქეებს მომხდარის გამო თანაგრძნობა გამოუცხადეს და ყველა მხარეს სიმშვიდისკენ მოუწოდეს.

სიახლეები

კოალიცია „ცვლილებისთვის“ ბათუმში დაგეგმილ ღონისძიებას აუქმებს

კოალიცია „ცვლილებებისთვის“ ბათუმში დაგეგმილ ღონისძიებას აუქმებს, მიზეზი კი კოალიციის ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრის ელენე მეგრელიშვილის...

ედისონის ცენტრი საქართველოს 5 სხვადასხვა ქალაქში საინფორმაციო შეხვედრების სერიას გამართავს(VIDEO)

ედისონის ცენტრი საქართველოს 5 სხვადასხვა ქალაქში საინფორმაციო შეხვედრების სერიას გამართავს,16 ოქტომბერს საინფორმაციო შეხვედრა გამართება...

პრეზიდენტმა 12 მსჯავრდებული შეიწყალა

პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, საქართველოს პრეზიდენტმა დღეს, 12 მსჯავრდებული პირი შეიწყალა, საიდანაც 9 მსჯავრდებული პირი...

სენაკსა და ზუგდიდში მოქმედებს “ძალოვანთა შტაბი”, რომელიც ოპოზიციურად განწყობილ მოქალაქეებს პირადობებს ართმევს-წითლიძემ გვარები დაასახელა

მოქმედებს ე.წ. ძალოვანთა შტაბი, რომელსაც სამხარეო პოლიციის უფროსი ხელმძღვანელობს და რომელიც ოპოზიციურად განწყობილ მოქალაქეებს...