მთავარისიახლეებიპოლიტიკაგიორგი მარგველაშვილი: ,,გუშინ ღამე აქ დაიღვარა ქართველი ხალხის სისხლი და მიზეზი იყო...

გიორგი მარგველაშვილი: ,,გუშინ ღამე აქ დაიღვარა ქართველი ხალხის სისხლი და მიზეზი იყო რუსეთის იმპერიის ინტერესების დაცვა

Published on

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი დღეს რუსთაველის გამზირზე პარლამენტთან მივიდა და გუშინ იქ გუშინ განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა.

  დღეს არ შემეძლო არ მოვსულიყავი აქ, სადაც 30 წლის წინ, რუსეთის იმპერიის ინტერესებიდან გამომდინარე, დაიღვარა ქართველი ახალგაზრდების სისხლი.

გუშინ ღამეც აქ დაიღვარა ქართველი ხალხის სისხლი და მიზეზი იყო რუსეთის იმპერიის ინტერესების დაცვა. 30 წლის წინ აქ იდგნენ ქართველი პოლიციელები, მაშინ მილიციელები ერქვათ და ისინი იცავდნენ დემონსტრანტებს. ჩვენ დღემდე მათი მადლობელი ვართ.

30 წლის წინ, შემდეგ დღეს აი აქ დაიწვა კომუნისტური პარტიის მანდატები.

დღეს, როგორც არ უნდა განვითარდეს პოლიტიკური მოვლენები, მე მინდა ვთხოვო ჩვენს პოლიციას, აღარ იძალადოს საქართველოს მოქალაქეებზე, იმ ახალგაზრდებზე ვინც საქართველოს სუვერენიტეტს იცავს. იცავენ საქართველოს ღირსებას. იცავენ იმას, რომ რუსებს არასდროს არ გაუვათ, რომ ჩვენ მივიღოთ მათი რეალობა. რუსული დროშა არასდროს არ იფრიალებს ამ პარლამენტზე.

მე მინდა მოვუწოდო ჩემს ყოფილ თანამებრძოლებს ქართული ოცნებიდან გაემიჯნონ ამ ძალადობას, გაემიჯნონ ქართველი ახალგაზრდების და პატრიოტების ქუჩაში დევნას, სროლას და გამოყენებას ისეთი იარაღის, რის შედეგადაც დღეს ასობით ადამიანი არის დაზარალებული. გამოვხატავ ჩემს დარდს ყველა იმ ადამიანის მიმართ, ვინც დაზარალებულია დემონსტრანტების და პოლიციელების მიმართ.” – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა

სიახლეები

რევაზ ნადარაიამ დარბაზი მაია კოპალეიშვილსაც დაატოვებინა

ხმაურის და სიტყვიერი დაპირისპირების ფონზე საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე რევაზ ნადარაიამ მაია კოპალეიშვილი სხდომათა დარბაზიდან...

ნიკა გვარამია საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომათა დარბაზიდან გააძევეს

საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე რევაზ ნადარაიამ „კოალიცია ცვლილებისთვის“ ლიდერი ნიკა გვარამია სხდომის დარბაზიდან გააძევა. „საკონსტიტუციო სასამართლოს...

განგაშის ზარი უნდა დავრეკოთ, რომ ასე გაგრძელება უკვე აღარ შეიძლება. თავისი შესაძლებლობა სრულად ამოწურა, ამ ხელისუფლებამ – მეუფე იობი

„მშვიდობის ნიღბის ქვეშ ყველაფერი იყიდება. მშვიდობა შეგვინარჩუნა ამ ხელისუფლებამ, მაგრამ ვხედავთ, რომ ახალგაზრდების გადინებაა...

პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს

პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს. ინფორმაციას ამის შესახებ პროკურატურა ავრცელებს. უწყების ცნობით,...