მთავარისიახლეებიპოლიტიკაგაცემულია ბრძანება გიგი უგულავას, ნიკა მელიას, ირაკლი ოქრუაშვილის დაკავების შესახებ - ნიკა...

გაცემულია ბრძანება გიგი უგულავას, ნიკა მელიას, ირაკლი ოქრუაშვილის დაკავების შესახებ – ნიკა გვარამია

Published on

გაცემულია ბრძანება გიგი უგულავას, ნიკა მელიას, ირაკლი ოქრუაშვილის დაკავების შესახებ – ეს განცხადება, სამაუწყებლო კომპანია “რუსთავი2”-ის გენერალურმა დირექტორმა გააკეთა. 

ნიკა გვარამიამ საგანგებო ბრიფინგზე, გუშინ, რუსთაველის გამზირზე განვითარებულ მოვლენებზე ისაუბრა. გვარამიას ინფორმაციითვე, იგეგმება კონტრაქციების ჩატარება, რისთვისაც გამოყოფილია 20 მილიონი.

“ბოლო საათების განმავლობაში ჩვენთან კომუნიცირებენ ძალიან მაღალი თანამდებობის პირები რაც ნამდვილად სიმპტომია ქვეყანაში მიმდინარე მოვლენების შეფასების და შედეგების. ამ კომუნიკაციის შედეგად ჩვენთვის ცნობილი გახდა ორი ინფორმაცია – პირველი, რომ გაცემულია ბრძანება გიგი უგლავას, ნიკა მელიას და ირაკლი ოქრუაშვილის დაკავების თაობაზე და ასევე გამოყოფილია 20 მილიონიანი ფონდი ბიძინა ივანიშვილის მიერ კონტრაქციებისჩასატარებლად და მომიტინგეებისთვს არაპოლიციური, არამედ ერთგვარად დაქირავებული ადამიანების მხრიდან პრობლემების შესაქმნელად,”-განაცხადა გვარამიამ. 

სიახლეები

ჩვენი არჩევანი ბოიკოტია,წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერია

    ჩვენი არჩევანი ბოიკოტია, ჩვენი პოზიცია შეუცვლელია. ამ რთულ და გადამწყვეტ ისტორიულ ეტაპზე, როდესაც ქართული...

საბა ბუაძე ლელოს პოლიტსაბჭოს და თბილისის ორგანიზაციის თავმჯდომარის პოსტს ტოვებს

საბა ბუაძე ლელოს პოლიტსაბჭოს და თბილისის ორგანიზაციის თავმჯდომარის პოსტს ტოვებს - გადაწყვეტილება კოალიციის ადგილობრივ...

4%-იანი ლელო რას იზამს ნამდვილად არ განსაზღვრავს საქართველოს ბედს! ხოშტარია

ძალიან კარგია სიცხადე! 4-პროცენტიანი ლელო რას იზამს ნამდვილად არ განსაზღვრავს საქართველოს ბედს! სუსტები არიან თუ მოღალატეები...

კოალიცია “ძლიერი საქართველო” თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს

"ლელო-ძლიერი საქართველო" თვითმმართველობის არჩევნებში მიიღებს მონაწილეობას - ამის შესახებ განცხადება პარტიის ოფისში გამართულ საგანგებო...