მთავარისიახლეებიპოლიტიკა"ენერგო-პრო ჯორჯია" უარყოფს ინფორმაციას თითქოს წუხელ, ზუგდიდს ელექტროენერგია შეზღუდვით სპეციალურად მიეწოდებოდა

“ენერგო-პრო ჯორჯია” უარყოფს ინფორმაციას თითქოს წუხელ, ზუგდიდს ელექტროენერგია შეზღუდვით სპეციალურად მიეწოდებოდა

Published on

ენერგო-პრო ჯორჯია უარყოფს ინფორმაციას თითქოს წუხელ, ზუგდიდს ელექტროენერგია შეზღუდვით სპეციალურად მიეწოდებოდა

“20 ივნისს საღამოს, ზუგდიდში და სამეგრელოს სხვა რაიონებში ამოვარდნილმა ძლიერმა ქარმა მოგლიჯა ხეები, რომლებიც დაეცა ელექტროგადამცემ ხაზებს. შედეგად, ელექტროენერგია შეზღუდვით მიეწოდებოდა ქალაქ ზუგდიდის ნაწილს და მიმდებარე სოფლებს.

დაზიანების წუთიდან, ,,ენერგო-პრო ჯორჯიას ტენიკურმა სამსახურმა დაიწყო აღდგენითი სამუშაოების წარმოება. პროცესში ჩართული იყო საგანგებო სიტუაცების მართვის სამსახურიც. სარეაბილიტაციო სამუშაოების ოპერატიულად წარმოებას ხელს უშლიდა მოგლეჯილი და ჩახერგილი ხეები. თუმცა აბონენტების ნაწილისთვის მალევე მოხერხდა ელექტროენერგიის მიწოდების აღდგენა.

დაზიანებების სირთულის და ღამით, სამუშაოების წარმოების უსაფრთხოების არარსებობის გამო, აღდგენითი სამუშაოების წარმოება დღეს დილითვე განახლდა და დღის პირველ ნახევარში ყველა აბონენტს მიეწოდება ელექტროენერგია” – აღნიშნულია “ენერგო-პრო ჯორჯიას” მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

სიახლეები

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან - ინფორმაციას ჟურნალისტი არიელ ჰელვანი...

პაპუაშვილი-დღეს ევროკავშირი გადართულია საქართველოს დაზიანების კურსზე

დღეს ბრიუსელი ცდილობს რომ დააზიანოს საქართველო ყველანაირად - ეკონომიკურად, პოლიტიკურად, სოციალურად დააზიანოს ქართველი ხალხი,...

ევროკავშირი შავი ზღვის უსაფრთხოების ჰაბის შესაქმნელად 50 მლნ ევროს გამოყოფს

ევროკავშირი სამოქალაქო გემებზე თავდასხმების გახშირების ფონზე, რუმინეთ-ბულგარეთის ერთობლივი შავი ზღვის საზღვაო უსაფრთხოების ჰაბის შექმნის...

ჟურნალისტ გურამ როგავაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს 5-წლიანი პატიმრობა მიესაჯა

ჟურნალისტ გურამ როგავაზე 2024 წლის საპროტესტო აქციაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს, გურამ კირკიტაძეს, 5-წლიანი პატიმრობა...