მთავარისიახლეებიპოლიტიკაძალადობა მიუღებელია და მას ექნება ადეკვატური პასუხი - პრემიერი

ძალადობა მიუღებელია და მას ექნება ადეკვატური პასუხი – პრემიერი

Published on

რაც დღეს თითოეულმა ჩვენგანმა ვიხილეთ, არის სრულიად მიუღებელი ჩვენი ერისთვის,“ – ეს განცხადება, პრემიერმა გააკეთა.

მამუკა ბახტაძე, რომელიც ამ წუთებში პარლამენტში იმყოფება, მიმდინარე მოვლენებს აფასებს და ამბობს, რომ მოქალაქეების ქმედებებმა ნეგატიური ემოცია გამოიწვია საზოგადოებაში.

ბახტაძის შეფასებით, აქცია თავიდან სამშვიდობო პროტესტის ხასიათს შეიცავდა, თუმცა, ბოლო ორი საათის განმავლობაში, ძალადობრივი ხასიათი მიიღო.

„ეს არის ძალადობა, ეს არის მცდელობა, რომ აგრესიულმა ჯგუფმა, ნაციონალურმა მოძრაობამ, საქართველო გაიყვანოს იმ სამართლებრივი ჩარჩოებიდან, რომელიც ამ ქვეყანაში ერთხელ და სამუდამოდ შეიქმნა და უზრუნველყოფს მის სტაბილურ განვითარებას,“ – განაცხადა ბახტაძემ.

პრემიერის თქმით, ნაციონალური მოძრაობა დისონანსის შეტანას ცდილობს, რაც აქამდე არ გამოუვიდა.

„ამ შემთხვევაში, ჩვენ გვაქვს საქმე ძალიან ვიწრო პოლიტიკურ ინტერესთან, პოლიტიკურ მცდელობასთან, რომელიც არ ჯდება არანაირ ჩარჩოებში… საქართველოში ძალადობა არის მიუღებელი, ჩვენ ვართ შემდგარი ქვეყანა, ჩვენ ძალადობას არასდროს შევურიგდებით. სამართლიანი პროტესტი და გულწრფელი პროტესტი, დიახ, ამას ჰქონდა ადგილი, დღესაც აქვს ადგილი საზოგადოების ძალიან დიდ ნაწილში…. ძალადობა არის მიუღებელი და მას ექნება ადეკვატური პასუხი,“ – განაცხადა პრემიერმა.

სიახლეები

ზუგდიდის,რაიონულმა სასამართლომ აქტივისტი როსტო ზარანდია დამნაშავედ ცნო

ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ როსტო უკვე მეოთხედ ცნო "დამნაშავედ", ამჯერადაც "დანაშაული" პროკურატურის კედელზე მზია ამაღლობელის...

მედია- აზერბაიჯანული თვითმფრინავის ჩამოგდების ბრძანება რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ გასცა

აზერბაიჯანულ რედაქციაში შესულმა ანონიმურმა წერილმა შესაძლოა ახალ ფაზაში გადაიყვანოს გამოძიება, რომელიც ეხება 2024 წლის...

სომხეთის ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარე-სერიოზულად უნდა განვიხილოთ რუსული არხების აკრძალვა

სომხეთის რესპუბლიკის ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარემ, ალენ სიმონიანმა ადგილობრივ მედიასთან საუბრისას განაცხადა, რომ "სერიოზულად უნდა...

პარლამენტმა გახარიას გუნდის წევრებს სადეპუტატო მანდატები შეუჩერა

82 მომხრე - 0 წინააღმდეგი - "ოცნების" პარლამენტმა გახარიას გუნდის წევრებისთვის სადეპუტატო მანდატების ვადაზე...