მთავარისიახლეებიპოლიტიკაჩვენზე არის დამოკიდებული, რამდენად სწრაფად დავასრულებთ ივანიშვილის ხელისუფლებას - ზალიკო უდუმაშვილი

ჩვენზე არის დამოკიდებული, რამდენად სწრაფად დავასრულებთ ივანიშვილის ხელისუფლებას – ზალიკო უდუმაშვილი

Published on

ჩვენზე არის დამოკიდებული, რამდენად სწრაფად დავასრულებთ ივანიშვილის ხელისუფლებას – ეს განცხადება, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ზალიკო უდუმაშვილმა პარლამენტის შენობასთან გააკეთა. 

ზალიკო უდუმაშვილი მოქალაქეებს რუსთაველის გამზირზე მისვლისკენ მოუწოდებს, მათ შორის რეგიონში მცხოვრებ მოსახლეობას.

„ჩვენ დღეიდან, ივანიშვილზე და მის ხელისუფლებაზე ვილაპარაკოთ წარსულ დროში, იმ მომენტიდან, როდესაც ივანიშვილმა გაზი გამოიყენა იმ აქციის მონაწილეების მიმართ, რომლებიც ქუჩაში გამოსული იყვნენ ამ ქვეყნის ღირსების დასაცავად, იმ მომენტიდან ივანიშვილის ხელისუფლება დასრულდა. ახლა არის დროის და ტექნიკის ამბავი უკვე. ჩვენზე არის დამოკიდებული, რამდენად სწრაფად დავასრულებთ ივანიშვილის ხელისუფლებას. დღეიდან, მე ივანიშვილზე ვსაუბრობ წარსულ დროში, იმიტომ რომ ის როგორც ამ ქვეყნის ოლიგარქი აღარ არსებობს, დეოლოგარქიზაცია მოხდა ამ ქვეყანაში. განვითარება მხოლოდ ერთია აქ, ხალხი უნდა იყოს აქ მუდმივად“ – განაცხადა ზალიკო უდუმაშვილმა. 

სიახლეები

“როგორც ჩანს, არჩევნებში ჩასარევად ჩემმა კოსმოსურმა ლაზერებმა ამჯერად ვერ იმუშავა“ – ილონ მასკი

ილონ მასკმა, რომელიც აშშ-ის შუალედურ კონგრესის არჩევნებში რესპუბლიკელი კანდიდატების კამპანიებს აფინანსებდა, კენჭისყრის შედეგები შეაფასა."როგორც...

დღეს ამერიკელმა ხალხმა მკაფიო გზავნილი გაგზავნა – ობამა

დღეს ამერიკელმა ხალხმა მკაფიო გზავნილი გაგზავნა - მათ სურთ პოლიტიკა, რომელიც ადამიანებს აერთიანებს და...

ჩვენ არ ვეპატიჟებით პუტინს კიევში. ისინი 2022 წელს ჩვენთან დაუპატიჟებლად მოვიდნენ – ზელენსკი

„ჩვენ არ ვეპატიჟებით პუტინს კიევში. ისინი 2022 წელს ჩვენთან დაუპატიჟებლად მოვიდნენ. თუმცა, პუტინის კიევში მოწვევას...

4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული მურთაზ ზოდელავა თავისუფალია

მურთაზ ზოდელავამ N12 პენიტენციური დაწესებულება დატოვა - საპატიმროდან გათავისუფლებული პოლიტიკოსი ამბობს, რომ "საკუთარ თავს...