მთავარისიახლეებიპოლიტიკაალადაშვილის კლინიკაში სპეცრაზმის შტურმის დროს დაშავებულის იდენტიფიცირება ვერ ხერხდება

ალადაშვილის კლინიკაში სპეცრაზმის შტურმის დროს დაშავებულის იდენტიფიცირება ვერ ხერხდება

Published on

“რადიო თავისუფლების” ინფორმაციით, 20 ივნისის ღამით რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციაზე დაშავებული 28 პაციენტი მოხვდა ალადაშვილის სახელობის კლინიკაში, ამ დრომდე კლინიკაში რჩება 6 პაციენტი, 22 წუხელვე გაეწერა.

„ამ 6 პაციენტიდან ერთი არის მძიმე, მას ჩაუტარდა ნეიროქირურგიული ოპერაცია. მას თავის არეში ჰქონდა რეზინის ტყვია მოხვედრილი. ეს პაციენტი არ არის იდენტიფიცირებული და ვერ დგინდება მისი ვინაობა.ის არის საშუალო ასაკის მამაკაცი. იგი ოპერაციის შემდგომ მართვით სუნთქვაზე იმყოფება,“- ეუბნება რადიო თავისუფლებას ალადაშვილის სახელობის კლინიკის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი ნინო შარაშენიძე.

სიახლეები

ტყვეების გაცვლას განვახორციელებთ – ზელენსკი

უკრაინა და რუსეთი ტყვეების მასშტაბური გაცვლისთვის ემზადებიან - ამ გზავნილით ჩავიდა ამერიკული დელეგაცია მოსკოვიდან...

11 შეკვრა „კოკაინი“ და სინთეზური ნარკოტიკები – დაკავებულია 3 პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ძველი თბილისისა და ვაკე-საბურთალოს მთავარი სამმართველოების თანამშრომლებმა, ნარკოდანაშაულის...

ვასილ მაღლაფერიძემ ნოემბერში საკუთარი ანაზღაურება ერთჯერადად 19 715 ლარამდე გაზარდა

ვასილ მაღლაფერიძემ ნოემბერში საკუთარი ანაზღაურება ერთჯერადად 19 715 ლარამდე გაზარდა.- მე-13 ხელფასი გაიცემა საზმაუს...

Georgian Airways-მა რუსეთში ფრენებზე $8 მილიონი იზარალა

Georgian Airways-ის სამეთვალყურეო საბჭოს წევრმა თამაზ გაიაშვილმა РБК-სთან ინტერვიუში განაცხადა, რომ 2026 წელს რუსეთში...