მთავარისიახლეებიპოლიტიკაჩვენ ახლა სახელმწიფოს უნდა დავუბრუნოთ ღირსება - ნიკა მელია

ჩვენ ახლა სახელმწიფოს უნდა დავუბრუნოთ ღირსება – ნიკა მელია

Published on

„ჩვენ ახლა სახელმწიფოს უნდა დავუბრუნოთ ღირსება,“ – ეს განცხადება, „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერმა, ნიკა მელიამ პარლამენტის წინ მიმდინარე მოვლენების შეფასებისას გააკეთა.

ნიკა მელიას თქმით, დღეს რუსეთის დუმის დეპუტატის, გავრილოვის და “ქართული ოცნების” ხელისუფლების საპასუხო ქმედებები, სახელმწიფოსთვის დამაზიანებელია.

ნიკა მელია ამბობს, რომ საზოგადოება პარლამენტის ეზოში შესვლას ცდილობს.

„ეს შენობა აღარ არის პარლამენტის შენობა, თუ გავრილოვს ჰქონდა უფლება გაეკეთებინა ის, რაც გააკეთა, საქართველოს მოქალაქეებს რატომ არ აქვს უფლება იმის, რომ შევიდეს პარლამენტის ეზოში,“ – განაცხადა ნიკა მელიამ.

ნიკა მელია სამომავლო გეგმებზე საუბრისას ამბობს, რომ ივანიშვილს სიტუაციის განმუხტვის მხოლოდ ის შესაძლებლობა აქვს, რომ ოპოზიციის და მოქალაქეების მიერ წამოყენებული ულტიმატუმები დააკმაყოფილოს. ნიკა მელიას თქმით, უნდა გადადგეს შს მინისტრის, უსაფრთხოების სამსახურის უფროსი და პარლამენტის თავმჯდომარე.

„ოდნავი შანსი აქვს ივანიშვილს სიტუაციის განმუხტვის, თუ კობახიძეს მოხსნის, იმიტომ, რომ მისი დანიშნულია, ყველამ ვიცით, და ის ულტიმატუმები, რომლებიც იქნა წამოყენებული გახარიასთან მიმართებით დაკმაყოფილდება. ამის შემდეგ ჩვენ უნდა დავსხდეთ მოლაპარაკების მაგიდასთან ხელისუფლებასთან. ჩვენს ინტერესში არ შედის მხოლოდ ივანიშვილის ჩამოგდება, ამ ქვეყნის წარმატება, განვითარება გვინდა,“ – განაცხადა ნიკა მელიამ.

სიახლეები

მამუკა ხაზარაძეს 8 თვიანი პატიმრობა მიუსაჯეს

მამუკა ხაზარაძეს სასამართლომ 8 თვით პატიმრობა შეუფარდა - გადაწყვეტილება მოსამართლე ზვიად შარაძემ გამოაცხადა. მისივე განცხადებით,...

240-ზე მეტი მასწავლებელი დათაშვილისთვის პატიმრობის შეცვლას ითხოვს

მასწავლებელთა ნაწილი ნინო დათაშვილს სოლიდარობას უცხადებს და ხელმოწერებს აგროვებს აღკვეთის ღონისძიების ფორმის შეცვლის მოთხოვნით. მათი...

ფინეთის საგარეო მინისტრი: ვითარება საქართველოში რთულდება, EU ქართველი ხალხის გვერდით დგას

სამწუხაროდ, ვითარება საქართველოში უფრო და უფრო რთულდება, განსაკუთრებით სამოქალაქო საზოგადოებისთვისა და ქვეყნის თავისუფალი ხალხისთვის,...

წამოვჭრით სანქციების საკითხს მათზე, ვინც საქართველოში ადამიანის უფლებებს არღვევს-კალასი

დღეს საქართველოს საკითხსაც განვიხილავთ. სიტუაცია უარესდება და მოვლენების მრავალგვარ განვითარებას ვხედავთ. შესაბამისად, კვლავ წამოვჭრი...