მთავარისიახლეებიპოლიტიკამაჟორიტარული სისტემის გაუქმება პოლიტიკური მსჯელობის საგნად უნდა იქცეს - უცხოელი დიპლომატები

მაჟორიტარული სისტემის გაუქმება პოლიტიკური მსჯელობის საგნად უნდა იქცეს – უცხოელი დიპლომატები

Published on

მაჟორიტარული სისტემის გაუქმება პოლიტიკური მსჯელობის საგნად უნდა იქცეს – ამაზე უცხოელი დიპლომატები საუბრობენ.

პარლამენტში მათ ოპოზიციური პარტიების გაერთიანებამ აცნობა, რომ 300 ათასი მოქალაქის ხელმოწერა შეგროვებულია და ბრძოლა საარჩევნო სისტემის ცვლილებისთვის კონსტიტუციური მეთოდებით გაგრძელდება.

20-მა ოპოზიციურმა პარტიამ დღეს საქართველოში აკრედიტებული ელჩები საქმის კურსში ჩააყენა, რომ შეაგროვა 300 ათასი ხელმოწერა. ამას გარდა, მიაწოდეს ინფორმაცია, რომ აპირებენ ყველა კონსტიტუციური გზა გამოიყენონ იმისთვის, რათა ხელისუფლება აიძულონ, უახლოესი საპარლამენტო არჩევნები მხოლოდ პროპორციული სისტემით ჩაატარონ.

შეხვედრიდან გამოსულმა ელჩებმა სათქმელი დიპლომატიურად თქვეს, რომ ქვეყნის შიგნით პარლამენტის გადასაწყვეტია, როგორი საარჩვენო სისტემა ექნებათ და როდის. მათივე თქმით, ოპოზიციის მოთხოვნა და მათ უკან მდგარი ადამინების ხელმოწერები ადასტურებს, რომ საკითხი პოლიტიკური დისკუსიის ღირსია.

ოპოზიცია დარწმუნებულია, რომ ხელისუფლება მომდევნო საპარლამენტო არჩევნებს მაინც წააგებს, უბრალოდ, მისი გადასაწყვეტია მას სამართლიანი საარჩევნო სისტემის პირობებში გააკეთებს თუ ფსონს გასვლას ისევ მაჟორიტარების მანდატებით ეცდება.

სიახლეები

განათლების მინისტრი გადადგა

“ოცნების“ განათლების მინისტრი გადადგა. ამის შესახებ ალექსანდრე წულაძემ სოციალურ ქსელში დაწერა. მისი თქმით, გადაწყვეტილება პირადი...

საგარეო უწყებაში მიმდინარეობს რეორგანიზაცია ევროპული კურსის მხარდამჭერების წინააღმდეგ

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში დაწყებული რეორგანიზაცია მიზნად ისახავს 2024 წლის 28 ნოემბრის ერთობლივი განცხადების...

NGO-ები ანტიკორუფციულ ბიუროს: დამატებით დოკუმენტებს არ გავუგზავნით

სააპელაციო სასამართლომ არასამთავრობო ორგანიზაციების საჩივარი არ დააკმაყოფილა. არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილისგან ივანიშვილის რეჟიმის ანტიკორუფციულმა ბიურომ ორგანიზაციის...

გახარია წულუკიანის კომისიაზე ონლაინ ჩართვით დაიკითხება

წულუკიანის კომისიის გადაწყვეტილებით, გიორგი გახარია კომისიის სხდომაზე 2 ივლისს ონლაინ ჩაერთვება და დაიკითხება. "გახარია მეორე...