მთავარისიახლეებიმსოფლიოლგბტ თემი მუქარის მიუხედავად, გეგმებს არ ცვლის - საქართველოში პირველი ღირსების მარში...

ლგბტ თემი მუქარის მიუხედავად, გეგმებს არ ცვლის – საქართველოში პირველი ღირსების მარში მაინც გაიმართება

Published on

ლგბტ თემი მუქარას და დაანონსებულ ძალადობას პასუხობს. არსებული რისკის მიუხედავად, საქართველოში პირველი ღირსების მარში მაინც გაიმართება.

რამდენიმედღიანი მოლაპარაკების შემდეგ „თბილისი პრაიდის“ ორგანიზატორებმა მიიღეს გადაწყვეტილება, რომ გეგმებში ცვლილებები არ შეიტანონ.

დაპირისპირების თავიდან ასაცილებლად არ საჯაროვდება შეკრების ადგილი. ორგანიზატორების თქმით, იმ ფონზე, როდესაც ძალოვანი უწყებები, რომლებმაც წესრიგთან ერთად ყველა მოქალაქის გამოხატვის თავისუფლება და უსაფრთხოება უნდა დაიცვან, მარშის მონაწილეებს ამ უსაფრთხოების გარანტიებს ვერ აძლევენ.

ორგანიზაცია ”თბილისი პრაიდის” წარმომადგენელი, LGBTQ-აქტივისტი, მარიამ კვარაცხელია აცხადებს, რომ აქციაზე ძალიან ბევრი ადამიანი იქნება, მათ შორის სამოქალაქო საზოგადოების და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებიც.

„განსაკუთებით ბოლო დღეების ფონზე, მიგვაჩნია, რომ ძალიან მნიშვნელოვანია გასვლა ქუჩაში და საზოგადოებრივი პროტესტი სახელმწიფოს იმ უმოქმედო პოლიტიკის მიმართ, რაც აქვთ ადამიანების უფლებების დარღვევის ფაქტების მიმართ. ვხედავთ, რომ ფაშისტური, ძალადობრივი ჯგუფები არიან გაძლიერებულები და ამავდროულად ვხედავთ, რომ სახელმწიფოს არანაირი კონკრეტული გეგმა პრევენციისთვის, ეფექტური პოლიტიკა ამ მიმართულებით არ გააჩნია.

„ეს საკითხები გასცდა უკვე ლესბოსელის, გეების, ბისექსუალი და ტრანსგენდერი ადამიანის უფლებებს, უფრო მასშტაბურ რაღაცებზე საუბრობთ, კითხვის ნიშნის ქვეშ დგება არსებული დემოკრატია, სახელმწიფოებრიობა. ამიტომ, ვფიქრობთ, რომ ძალიან ბევრი ადამიანი გამოვა ლგბტ თემის წევრებზე უფრო მეტი გამოვა მხარდამჭერები, გამოვლენ სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები, საერთაშორისო საზოგადოების, ასევე, საელჩოები. ვიქნებით, ძირითადად, ის ადამიანები, ვისთვისაც ეს ყოველივე, რაც ჩვენს ქვეყანაში ახლა ხდება და რასაც ვუყურებთ არის მიუღებელი. შსს-მ როგორც ნახეთ, ოფიციალურ განცხადებაში განაცხადა, რომ იქნება რთული და გარკვეულწილად შეუძლებელი ასეთი ღონისძიების დაცვა, რადგან არის მაღალი რისკები, თუმცა, ჩვენ ვაანალიზებთ ამ რისკებს და თითოეულ ადამიანს, ვინც გამოვა მარშზე, ექნება სრული ინფორმაცია არსებული რისკების შესახებ და ინდივიდუალური პასუხისმგებლობის გათვალისწინებით გამოვა და გააპროტესტებს მიმდინარე მოვლენებს,“ – განაცხადა კვარაცხელიამ.

სიახლეები

რუსეთში აფხაზ სტუდენტებს რუსულ ჯარში გაწვევა ემუქრებათ

რუსეთის უმაღლეს სასწავლებლებში მოსწავლე აფხაზი სტუდენტები, რომლებსაც ორმაგი მოქალაქეობა აქვთ, მოულოდნელად რუსეთის არმიაში გაწვევის...

პენიტენციური უარყოფს, რომ ციხეში ახლა უკვე მეორე ძმა ფეიქრიშვილსაც სცემეს

ძმებ ფეიქრიშვილების დედა ამბობს, რომ დავითის შემდეგ, დღეს ციხის საკანში მისი მეორე შვილი, გიორგი...

წანდრიფშში, გაგრის მუნიციპალიტეტში, ნაგვის კონტეინერთან ახალშობილის ცხედარი იპოვეს

ოკუპირებული აფხაზეთის დაბა წანდრიფშში, გაგრის მუნიციპალიტეტში, კარიერნაიას ქუჩაზე, ნაგვის კონტეინერთან ახალშობილი ბიჭის ცხედარი აღმოაჩინეს. 24...

„ამ ინტერვიუს აუცილებლად უნდა უყუროთ“ – აიან შარიფბაიევი ზელენსკის 

ყაზახი ჟურნალისტი და პოლიტიკური მიმომხილველი: "თქვენ აუცილებლად უნდა ნახოთ ზელენსკის ეს ინტერვიუ სტივენ ბარტლეტთან. კამერის წინ...