მთავარისიახლეებიმსოფლიომაია სანდუ წინა ხელისუფლების დროს გატარებულ საქართველოს წარმატებულ რეფორმებზეც საუბრობს და მოლდოვაში...

მაია სანდუ წინა ხელისუფლების დროს გატარებულ საქართველოს წარმატებულ რეფორმებზეც საუბრობს და მოლდოვაში სწრაფი ცვლილებებისთვის ქართველი სპეციალისტების მიწვევას აპირებს.

Published on

ოლიგარქი დავამარცხეთ, მაგრამ ოლიგარქიის წინააღმდეგ ბრძოლა ჯერ არ დასრულებულა – ამის შესახებ მოლდოვის ახალმა პრემიერმა მაია სანდუმ გადაცემა ” კვირის აქცენტების” პირდაპირ ეთერში ისაუბრა. იმის მიუხედავად, რომ თავად პლახოტნიუკი გაქცეულია, მოლდოვას ახალგაზრდა პროდასავლელი ლიდერი ამბობს, რომ ის კორუფციული წარსულისთვის პატიმრობით უნდა დაისაჯოს. „ორი თვის წინ მოლდოვის მოსახლეობის 80-90% იტყოდა, რომ შეუძლებელი იყო ოლიგარქიული რეჟიმის ცვლილება, რომელიც ქვეყანას ახრჩობდა სულ მცირე ბოლო სამი წელი. რეჟიმი რომელმაც გააუქმა არჩევნები,როდესაც შედეგი არ მოეწონა რეჟიმი, რომელმაც საარჩევნო სისტემა შეცვალა, რომ ადვილი ყოფილიყო არჩევნების გაყალბება.იყო დაშინება მთავარი ამოცანა ჩვენი მთავრობისთვის არის ბრძოლა ოლიგარქიზაციასთან, რომელიც გულისხმობს ბრძოლას კორუფციის წინააღმდეგ და სამართლიანობისთვის. პირველი რაც გავაკეთეთ, შევცვალეთ საარჩევნო სისტემა გავითვალისწინეთ ვენეციის კომისიის რეკომენდაციები, ჩვენთანაც 50% მაჟორიტარული სისტემა იყო პროპორციულთან ერთად.რაც შეეხება პლახოტნიკს, პირველ რიგში უნდა დავადგინოთ სად არის, მის წინააღმდეგ უნდა დაიწყოს სისხლის სამართლებრივი დევნა. გვინდა, რომ დამოუკიდებელმა პროკურორმა იპოვოს და გაამწესოს პატიმრობაში.დიახ უნდა დააპატიმრო, რადგან სხვას აღარ ჰქოდნეს იმის სურვილი, რომ იგივე გააკეთოს.როდესაც ქვეყანა ღარიბია მოლდოვა ვერ მისცემს უფლებას თავს საბიუჯეტო თანხები გაფლანგოს,“- განაცხადა მაია სანდუმ. მაია სანდუ წინა ხელისუფლების დროს გატარებულ საქართველოს წარმატებულ რეფორმებზეც საუბრობს და მოლდოვაში სწრაფი ცვლილებებისთვის ქართველი სპეციალისტების მიწვევას აპირებს.

სიახლეები

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან - ინფორმაციას ჟურნალისტი არიელ ჰელვანი...

პაპუაშვილი-დღეს ევროკავშირი გადართულია საქართველოს დაზიანების კურსზე

დღეს ბრიუსელი ცდილობს რომ დააზიანოს საქართველო ყველანაირად - ეკონომიკურად, პოლიტიკურად, სოციალურად დააზიანოს ქართველი ხალხი,...

ევროკავშირი შავი ზღვის უსაფრთხოების ჰაბის შესაქმნელად 50 მლნ ევროს გამოყოფს

ევროკავშირი სამოქალაქო გემებზე თავდასხმების გახშირების ფონზე, რუმინეთ-ბულგარეთის ერთობლივი შავი ზღვის საზღვაო უსაფრთხოების ჰაბის შექმნის...

ჟურნალისტ გურამ როგავაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს 5-წლიანი პატიმრობა მიესაჯა

ჟურნალისტ გურამ როგავაზე 2024 წლის საპროტესტო აქციაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს, გურამ კირკიტაძეს, 5-წლიანი პატიმრობა...