მთავარისიახლეებისაზოგადოებაგადაცემა ,,ლუსტრაციას,, წამყვანი ლევან თორია პოლიციაში გამოკითხვაზე იმყოფებოდა

გადაცემა ,,ლუსტრაციას,, წამყვანი ლევან თორია პოლიციაში გამოკითხვაზე იმყოფებოდა

Published on

15:50 17-06-2019

გადაცემა „ლუსტრაციის“ წამყვანი ლევან თორია  ზუგდიდის პოლიციის სამმართველოში გამოკითხვაზე იმყოფებოდა

დღეს, ტელეკომპანია „ოდიშის“ გადაცემა „ლუსტრაციის“ წამყვანი ლევან თორია ზუგდიდის პოლიციის სამმართველოში გამოკითხვაზე იმყოფებოდა. როგორც იგი განმარტავს, მისი გამოკითხვა სამეგრელო-ზემო სვანეთის საოლქო პროკურატურაში შეტანილ განცხადებას ეხებოდა. თორია დადიანების ეზოში 14 მაისს მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით პროკურატურისგან მუხლის გადაკავლიფიცირებას ითხოვდა და დღევანდელი დაბარებაც სწორედ ამ ფაქტს უკავშირდება. საქმე ეხება 14 მაისს, მომხდარ ინციდენტს, რა დროსაც მუზეუმის ტერიტორიაზე გადაცემის ჩაწერისას წამყვანზე და სტუმრებზე თავდასხმა განხორციელდა. საქმე აღძრულია სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც ცემას გულისხმობს. პროკურატურაში შეტანილი განცხადების საფუძველზე თორიას ადვოკატი საქმეში 154-ე მუხლის დამატებას ითხოვს, რაც ჟურნალისტისთვის ხელისშეშლას გულისხმობს. აქვე აღსანიშნავია, რომ გამოძიებამ თორია დამნაშავედ სცნო და მას სასამართლომ ფიზიკური შეურაცყოფისთვის 3 ათასლარიანი ჯარიმა დააკისრა. აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით საგამოძიებო მოქმედებები ამ დრომდე მიმდინარეობს.

სიახლეები

უკრაინის ანტიკორუფციულმა სასამართლომ პროკურორს არახამიას წინააღმდეგ საქმის აღძვრა დაავალა

4 ნოემბერს უკრაინის უმაღლესმა ანტიკორუფციულმა სასამართლომ გენერალურ პროკურორ ანტონ კოვალსკის "ანტიკორუფციული მოქმედების ცენტრის" (AntAC)...

ივანიშვილი საქართველოში ისრაელის ელჩს შეხვდა

ივანიშვილი საქართველოში ისრაელის ელჩს შეხვდა ინფორმაციას ქართული ოცნება ავრცელებს: „ქართული ოცნების“ დამფუძნებელი და საპატიო თავმჯდომარე,...

იტალია უკრაინისთვის სამხედრო დახმარების ახალ პაკეტს ამზადებს

Reuters-ის ცნობით, იტალია უკრაინისთვის სამხედრო დახმარების მორიგ, მე-13 პაკეტს ამზადებს, რომელიც მიმდინარე წელს პირველი...

4 ოქტომბრის საქმეზე მსჯავრდებულმა ნანა სანდერმა საპატიმრო დატოვ

ნანა სანდერმა N6 პენიტენციური დაწესებულება დატოვა.  4 ოქტომბრის საქმეზე მსჯავრდებულმა საპროცესო შეთანხმება გააფორმა. საპროცესო შეთანხმება...