მთავარისიახლეებიპოლიტიკა„ყველა კორდონს გავარღვევთ და წაგლეკავთ,“ - ვასაძის მუქარა და ქართული აქციების რუსული...

„ყველა კორდონს გავარღვევთ და წაგლეკავთ,“ – ვასაძის მუქარა და ქართული აქციების რუსული კვალი

Published on

ლევან ვასაძის თავდასხმის ობიექტები საქართველოში აკრედიტებული უცხოელი დიპლომატები გახდნენ. ვასაძე ამტკიცებს, რომ მღვდელმთავრებსა და ელჩებს შორის გამართული შეხვედრის შემდეგ მიიღო ხალხის ქუჩაში გაყვანის გადაყვეტილება. 

ვასაძის 10-წუთიანი ვიდეომიმართვა სისხლის სამართლის დანაშაულის რამდენიმე ნიშანს შეიცავს, თუმცა ამ დრომდე სამართალდამცველებს რეაგირება არ მოუხდენიათ და ვასაძე გამოკითხვაზეც კი არ დაუბარებიათ.

„ყველგან მოგაკითხავთ, ყველა კორდონს გავარღვევთ და წაგლეკავთ,“ – ამბობს ვასაძე. 

ის, ვინც გუშინდელ პროცესებს აკვირდებოდა, პირდაპირ ამბობს, რომ მოვლენები რუსული სცენარით მიდის და თუ ხელისუფლება დროულად არ ჩაერევა, პროცესები უმართავი გახდება.

ვასაძემ რუსულ ტელეარხებთან არაერთხელ აღნიშნა, რომ ერთმორწმუნე რუსეთთან მეგობრული ურთიერთობაა საჭირო.

საპარლამენტო უმრავლესობაში ღიად თქვეს, რომ აგრესიული რიტორიკის უკან რუსულ კვალს ხედავენ. 

გუშინ პროცესებს რუსეთთან მჭიდრო კავშირში მყოფი ლევან ვასაძე მარტო არ მართავდა. მასთან ერთად იყო დიმიტრი ლორთქიფანიძეც, ევგენი პრიმაკოვის სახელობის ქართულ-რუსული ცენტრის ხელმძღვანელი. ეს ფონდი ფულს რუსეთის ხელისუფლებისგან იღებს.

სიახლეები

Georgian Airways-მა რუსეთში ფრენებზე $8 მილიონი იზარალა

Georgian Airways-ის სამეთვალყურეო საბჭოს წევრმა თამაზ გაიაშვილმა РБК-სთან ინტერვიუში განაცხადა, რომ 2026 წელს რუსეთში...

“ოლე ოლას” სიმღერისთვის მომღერალი სოფო ბათილაშვილი 3 000 ლარით დააჯარიმეს

"ოლე ოლას" სიმღერის ვიდეოს გამოქვეყნებისთვის მომღერალი სოფო ბათილაშვილი 3 000 ლარით დააჯარიმეს. გადაწყვეტილება მოსამართლე კობა...

კობახიძე-როგორც რუსეთ-საქართველოს, ისე რუსეთ-უკრაინის ორივე ომის თავიდან აცილება შეიძლებოდა

ჩვენ გამოვიარეთ 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომი, რომლის თავიდან აცილებაც სრულიად შესაძლებელი იყო, თუმცა არსებობდნენ...

მედია-სანქტ-პეტერბურგში ავტომობილის აფეთქებას რუსი პოლკოვნიკი ემსხვერპლა

რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის ცნობით, 12 ნოემბერს სანქტ-პეტერბურგის პუშკინის რაიონში ავტომობილის აფეთქებას სამხედრო მოსამსახურე ემსხვერპლა....