მთავარისიახლეებისაზოგადოებაზუგდიდში, აღმაშენებლის გამზირზე მასიურად ხმება მწვანე ნარგავები

ზუგდიდში, აღმაშენებლის გამზირზე მასიურად ხმება მწვანე ნარგავები [Video]

Published on

ზუგდიდში, აღმაშენებლის გამზირზე მასიურად ხმება მწვავე ნარგავები, რომელთა შეძენასა და გახარებას  თავის დროზე დიდი ძალისხმევა მოანდომა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მაშინდელმა გამგეობამ 

2010 წელს აქ დაირგო ძვირფასი ჯიშის ხეები, მათ შორის ხმელთაშუა ზღვის ფიჭვები, რომელთა ნერგები  იტალიიდან იქნა ჩამოტანილი  და გარემოს შეცვლასთან და საზოგადოდ ახალნერგობისთვის დამახასიათებელი სიძნელეები   ქალაქის სიყვარულითა და მის იერსახეზე ზრუნვის შედეგად წარმატებით იქნა გადალახული. 

როგორც მოსახლეობა ამბობს, ადრე ნარგავები გამგეობის გამუდმებული ყურადღების ცენტრში იყო,   მათ კარგად უვლიდნენ, დროულად რწყავდნენ, იცავდნენ მავნებლებისგან , უფხვიერებდნენ მიწას, შედეგად ნერგებმა კარგად და უდანაკარგოდ გაიხარა და ქალაქის მშვენებად იქცა.   მაშინდელი მოვლის შედეგია ის, რომ ხეებმა ამ დრომდე მოატანეს, მაგრამ მას შემდეგ განვლილი წლების მანძილზე სრულმა გულგრილობამ და მოუვლელობამ ხეებს საარსებო რესურსები ამოუწურა და დღეს ყოველი მეორე ხე გამხმარია. 

წყლის ქვეყანაში ხეების მორწყვა პრობლემა არ უნდა იყოს, მაგრამ ამისთვის არავის შესტკივა გული.  მით უფრო, რომ ხეს მორწყვაზე არანაკლებ სიყვარული ასაზრდოებს. ზუგდიდში კი არც ხეების მორწყვაზე ზრუნავს ვინმე და ქალაქის სიყვარულის დეფიციტიც არის. თუმცა,  რა უნდა გაგიკვირდეს ქვეყანაში, სადაც ოლიგარქის დენდროლოგიურ ვნებებს ასეულობით ჰექტარი ტერიტორიების მწვანე საფარი ეწირება.  საქართველოში ხეები დაფრინავენ, დაცურავენ , მშობლიურ გარემოს წყდებიან და მათ გზას ოლიგარქის პარკისაკენ  ათასობით  სხვა  ხე ეწირება.  მაგალითი კი გადამდებია. 

სიახლეები

მასზე ადამიანურად გული მწყდება – კალაძე ღარიბაშვილზე

ივანიშვილის მერი, კახა კალაძე ექსპრემიერ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებებს კიდევ ერთხელ გამოეხმაურა. კალაძე ამბობს, რომ...

რუსეთის შეტევა ერთდროულად რამდენიმე მიმართულებაზე ჩავარდა — ISW

რუსეთის საოკუპაციო ძალებმა 4–5 სექტემბერს ფრონტის რამდენიმე მონაკვეთზე შეტევითი ოპერაციები განაგრძეს, თუმცა ტერიტორიული წინსვლა...

პარტია “გირჩი” სახელს იცვლის – ახალი სახელი “თავისუფალი ხალხის პარტია” იქნება

პარტია გირჩი სახელს იცვლის - მათი განცხადებით, თავისუფალი ხალხის პარტია ერქმევათ. "ჩვენ ყოველთვის თავისუფალი ხალხის...

კობახიძე ღარიბაშვილზე- დავიდა შავბნელი გაზეთის ბლოგერის დონეზე

ერთადერთი კომენტარი, რაც ამ წერილებთან დაკავშირებით შემიძლია ვთქვა, არის ის, რომ ეს არის სასაცილო...