მთავარისიახლეებიპოლიტიკაირაკლი ოქრუაშვილი ახალ პარტიას აფუძნებს

ირაკლი ოქრუაშვილი ახალ პარტიას აფუძნებს

Published on

ირაკლი ოქრუაშვილი თანამოაზრეებთან ერთად ახალ პოლიტიკურ მოძრაობას აფუძნებს. პარტიის ოფიციალური პრეზენტაცია ხვალისთვისაა დაგეგმილი. როგორც ოქრუაშვილი ამბობს, მას ახალ სახეებთან ერთად ბევრი ძველი და საზოგადოებისთვის კარგად ნაცნობი პოლიტიკოსიც შეუერთდება. პრეზენტაციამდე დეტალურ გეგმებზე არ საუბრობს, თუმცა ამბობს, რომ მოძრაობის მიზანი,ხელისუფლების შეცვლა იქნება. როგორც ცნობილია, პოლიტიკური მოძრაობის სახელწოდება, “გამარჯვებული საქართველო” იქნება. 

“ჩვენ ვართ საორგანიზაცო ჯგუფი, რომელსაც აქვს სურვილი შექმნას გაბრაზებული ხალხის დიდი მოძრაობა, გაბრაზებულის იმ ვაკხანალიაზე, რომელიც დღეს ქვეყანაში ხდება. შევეცდები ვითამაშო გარკვეული როლი, გამომდინარე იქიდან, რა გამოცდილებაც შევიძინე პოლიტიკურ პროცესში ჩემი ყოფნის შედეგად.

“მიუხედავად ამ ყველაფრისა, მე ვარ ერთი რიგითი ადამიანი და ჩემი თავი ვაიძულე, დაახლოებით ასე ხელის ქეჩოში მოკიდებით და ამოყვანით ამ პროცესში შესვლისთვის, რადგან სურვილი აღარ მქონდა პოლიტიკაში დაბრუნების. მე, ისევე როგორც დაახლოებით მილიონამდე ადამიანი, რომლებმაც ხელისუფლების საწინააღმდეგოდ ბოლო არჩევნებში ხმა მისცა, იძულებული ვარ ეს ნაბიჯი გადავდგა იმისთვის, რომ ქვეყანაში უკეთესობისკენ წავიდეს ყველაფერი. დაგვიჯერებენ თუ არა, ყველას ერთად და არა მარტო მე – ეს უკვე ხალხის ნება-სურვილზეა. სიტყვა მესამე ძალა, გვაქვს თუ არა ჩვენ ამის ამბიცია, ბევრი კითხულობს ამას, ხალხი გადაწყვეტს. ძალიან ბევრი არანაკლები სიმძიმის კატაკლიზმები გადაუტანია ამ ქვეყანას და  ივანიშვილი არ არის გამონაკლისი. იგი წავა და სხვა მოვა ტურფასა საბაღნაროსაო, ნათქვამია,”-ამბობს ირაკლი ოქრუაშვილი.

სიახლეები

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან - ინფორმაციას ჟურნალისტი არიელ ჰელვანი...

პაპუაშვილი-დღეს ევროკავშირი გადართულია საქართველოს დაზიანების კურსზე

დღეს ბრიუსელი ცდილობს რომ დააზიანოს საქართველო ყველანაირად - ეკონომიკურად, პოლიტიკურად, სოციალურად დააზიანოს ქართველი ხალხი,...

ევროკავშირი შავი ზღვის უსაფრთხოების ჰაბის შესაქმნელად 50 მლნ ევროს გამოყოფს

ევროკავშირი სამოქალაქო გემებზე თავდასხმების გახშირების ფონზე, რუმინეთ-ბულგარეთის ერთობლივი შავი ზღვის საზღვაო უსაფრთხოების ჰაბის შექმნის...

ჟურნალისტ გურამ როგავაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს 5-წლიანი პატიმრობა მიესაჯა

ჟურნალისტ გურამ როგავაზე 2024 წლის საპროტესტო აქციაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს, გურამ კირკიტაძეს, 5-წლიანი პატიმრობა...