მთავარისიახლეებიპოლიტიკაგიორგი შენგელია საკადრო ცვლილებებზე გუნდთან ერთად იმსჯელებს

გიორგი შენგელია საკადრო ცვლილებებზე გუნდთან ერთად იმსჯელებს [Video]

Published on

დღეიდან გეგა შენგელია მერის მოვალეობის შესრულებას ოფიციალურად შეუდგა. საკრებულოს რიგგარეშე სხდომაზე მერის უფლებამოსილების ცნობა ხმაურისა და დაპირისპირების ფონზე მოხდა. აქცია-პერფომანსი მოაწყვეს ახალგაზრდებმა, რომლებიც ტრანსპარანტებით, თავზე  ტომარაწამოცმულები და პირაკრულები მივიდნენ სხომაზე და არჩევნების შედეგები ამ ფორმით გააპროტესტეს. მათ გამოჩენას დარბაზში ხმაური და დაპირისპირება მოყვა, საკრებულოს უმრავლესობის წევრებმა ახალგაზრდებს გამოხატვის ფორმა არ მოუწონეს და მათ პროტესტს შოუ უწოდეს, რასაც ფრაქცია ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარისა და ოპოზიციური კანდიდატების მხრიდან სიტყვიერი შელაპარაკება მოყვა. ახალგაზრდებს ხელში ეჭირათ პალაკატები ,,გეგა შენს ვალს ზუგდიდი გადაიხდის? ,,ძალად არჩეული მერი,, ,,მირანდა საოლქო ბიძინას ბუტკა გგონია?,, ,,გია დანელია შენ ხარ ზუგდიდის სირცხვილი,.გეგა შენგელიას უფლებამოსილება  საკრებულომ ოპოზიციისა და მმართველი გუნდის სიტყვიერი დაპირისპირების ფონზე ცნო. უმრავლესობის დეპუტატაებმა ახალგაზრდების პერფომანსი 9 წლიანი რეჟიმის დიქტატურას შეადარეს, რაასაც ნაციონალური მოძრაობის წევრები დაუპირისპირდნენ. „ქართული ოცნების“ დეპუტატებმა სათითაოდ გადაუხადეს მადლობა გეგა შენგელიას და ზუგდიდელებს ნდობისთვის მადლობა და ოპოზიციას ისევ 9 წელი შეახსენეს. საკრებულოს წევრმა ედიტა კოდუამ კითხვა დაუსვა ერთ – ერთ ახალგაზრდას, რომელიც მისი სოფლიდანაა, რატომ მოვიდა აქ დღეს პლაკატით და თუ იცის, რა გაკეთდა ამ ხელისუფლების პირობებში მის სოფელში. კოდუა   საკრებულოს წევრმა  ანა წითლიძემ ახალგაზრდების „საქმის გარჩევაში“ დაადანაშაულა. გეგა შენგელიამ მადლობა გადაუხადა ამომრჩეველს ნდობისთვის და განაცხადა, რომ ის აუცილებლად შეასრულებს იმ პირობას, რაც წინასაარჩევნოდ დადო, რომ ზუგდიდი უნდა გახდეს უკთესი, ვიდრე დღესაა. შენგელიამ ახალგაზრდების პროტესტის ფორმაზე განაცხადა, რომ ეს იყო ცრუ ბრალდებები და კომენტარი არ გააკეთა.რაც შეეხება, საკადრო ცვლილებებსა და ვიცე-მერი დანიშვნას, გეგა შენგელიას თქმით, კონკრეტული ვადები არ იცის, თუმცა გუნდში ამაზე იმსჯელებენ.ზუგდიდში მერის შუალედური არჩევნები 2019 წლის 19  მაისს გაიმართა. ოპოზიციის თქმით, ეს იყო ძალადობით, შანტაჟითა და მუქარით ჩატარებული არჩევნები და არა არჩეული მერი, არამედ ივანიშვილის მიერ დანიშნული

სიახლეები

შსს-ს აკადემიის ტაქტიკური მომზადების სამსახურის უფროსმა ინსტრუქტორმა თანამდებობა დატოვა

შსს აკადემიის ტაქტიკური მომზადების სამსახურის უფროსი ინსტრუქტორი გიორგი გაბეხაძე წერს, რომ თანამდებობას ტოვებს: "დღეს, 2024...

“ევროინტეგრაციას არ აქვს ალტერნატივა” – პროფესიული კავშირების გაერთიანება

საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანება ვაცხადებთ, რომ ევროინტეგრაციას არ აქვს ალტერნატივა, ეს არის საქართველოს კონსტიტუციაში...

“თანამშრომლებს გამოუცხადეს ვინც პროევროპულ განცხადებას მოაწერეთ ხელი, საგარეოდან დაახვიეთო” | ზურაბ ბატიაშვილი უწყებაში განვითარებულ პროცესებზე

საერთაშორისო ურთიერთობების ექსპერტი და საგარეო უწყების ყოფილი თანამშრომელი ზურაბ ბატიაშვილი. უწყებაში არსებულ ვითარებაზე სოციალურ...

“სირცხვილია, როცა ქვეყნის არალეგიტიმური პრემიერი ფარულად შედის საგარეო საქმეთა სამინისტროში” – ზურაბიშვილი

"სირცხვილია, როცა ქვეყნის არალეგიტიმური პრემიერი ფარულად შედის საგარეო საქმეთა სამინისტროში, ვითომცდა თანამშრომლებთან შეხვედრისთვის!!!! სირცხვილი...