მთავარისიახლეებისაზოგადოებაჭუბერი სტიქიის საფრთხის წინაშე დგას

ჭუბერი სტიქიის საფრთხის წინაშე დგას

Published on

დამანგრეველი სტიქიიდან ერთი წლის შემდეგ, ჭუბერის მოსახლეობა ისევ საფრთხეშია. ადგილობრივების ნაწილმა ბავშები და მოხუცები უკვე გახიზნა. ადიდებულმა მდინარე ნენსკრამ ჯებირები გაარღვია და ხიდები წაიღო. წყლის მძლავრმა ნაკადმა, რომელსაც თან მიწის მასა და ხეები მოაქვს, გზები და სახლები დატბორა. ნგრევის ზღვარზეა რამდენიმე ოჯახის საცხოვრებელი. მიუხედავად იმისა, რომ ადგილობრივები ხელისუფლებას მოსალოდნელი კატასტოფის შესახებ აფრთხილებდნენ, მთავრობამ არ იზრუნა მდინაის კალაპოტის გაწმენდაზე, რამაც ხელოვნური კუნძულები და წყლის დაგუბება გამოიწვია. წყლის დიდ მასას ვერ გაუძლო და განადგურებულია ნაპირსამაგრი ჯებირები, რაშიც შარშან 18 მილიონი დაიხარჯა. სვანეთში ახლა უკვე მძიმე ტექნიკაა შეყვანილი.კრიტიკულად ადიდებულმა ნენსკრამ სვანეთში მოსახლეობას შარშანაც დიდი პრობელემები შეუქმნა. მდინარე კალაპოტიდან გადავიდა და ირგვლიც ყველაფერი დააზიანა. შარშან მთიდან ყინულის ნაწილიც დაიძრა და ნენსკარაში ჩავარდა, რამაც წყლის დაგუბებისა და ღვარცოფის საფრთხე შექმნა.

სიახლეები

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან - ინფორმაციას ჟურნალისტი არიელ ჰელვანი...

პაპუაშვილი-დღეს ევროკავშირი გადართულია საქართველოს დაზიანების კურსზე

დღეს ბრიუსელი ცდილობს რომ დააზიანოს საქართველო ყველანაირად - ეკონომიკურად, პოლიტიკურად, სოციალურად დააზიანოს ქართველი ხალხი,...

ევროკავშირი შავი ზღვის უსაფრთხოების ჰაბის შესაქმნელად 50 მლნ ევროს გამოყოფს

ევროკავშირი სამოქალაქო გემებზე თავდასხმების გახშირების ფონზე, რუმინეთ-ბულგარეთის ერთობლივი შავი ზღვის საზღვაო უსაფრთხოების ჰაბის შექმნის...

ჟურნალისტ გურამ როგავაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს 5-წლიანი პატიმრობა მიესაჯა

ჟურნალისტ გურამ როგავაზე 2024 წლის საპროტესტო აქციაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს, გურამ კირკიტაძეს, 5-წლიანი პატიმრობა...