მთავარისიახლეებისაზოგადოება,,ხომ ვამბობდი, გავცურავ -მეთქი'' - მეოცნებე დეპუტატმა ომარ ნიშნიანიძემ „არგო“ ააგო და...

,,ხომ ვამბობდი, გავცურავ -მეთქი” – მეოცნებე დეპუტატმა ომარ ნიშნიანიძემ „არგო“ ააგო და ამ დღეებში ფოთიდან ვანამდე რიონში გაცურვას აანონსებს

Published on

ქართული ოცნების“ ყოფილი დეპუტატი და პროფესორი ომარ ნიშნიანიძე 31 მაისიდან 2 ივნისამდე მომცრო გემით, რომელიც მისი თქმით, „არგოს“ განასახიერებს, ფოთიდან ვანამდე რიონში გაცურვას აპირებს. როგორც, ნიშნიანიძე „ლიბერალთან“ ჰყვება, გემის აშენების იდეა და ოქროს საწმისის ლეგენდის გაცოცხლება თავის სტუდენტებთან ერთად მოინდომა და 2 თვეა, გემს აშენებენ. ახალი „არგოს“ მშენებლობა დღეს სრულდება, ომარ ნიშნიანიძის თქმით, გემს ბოლო შტრიხებს უკეთებენ და პარასკევს ფოთიდან გასაცურად უკვე მზად იქნება. „2 ივნისს უკვე ვიქნებით ვანში, ვანელობაა ამ დღეს. ხალხი იქნება – გვეყოლება აიეტი, მედეა, ათენა, 12 მენიჩბეც – გავაცოცხლებთ ისტორიას. თან რაც მთავარია, გამოჩენილი ინგლისელი მეცნიერისა და მოგზაურის ტიმ სევერინის მოგზაურობიდან 35 წლისთავია, რომელმაც გაგვიცოცხლა ლეგენდა. თუმცა, ეს ლეგენდა არის ჩვენი ისტორია, დიდი მეცნიერების მიერ დამტკიცებული“, – ჰყვება ომარ ნიშნიანიძე. ეს მალე დაპირებულ ქუთაისის საზღვაო პორტსაც აჩუქებს ქვეყანას და გააოცებს, შესაძლოა ისე ძალიან არა, როგორც ივანიშვილმა გააოცა ევროპა დემოკრატიით,მაგრამ დიდი საქმეები მცირედით იწყება.ორივეს  ვაცალოთ ცოტა

სიახლეები

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან - ინფორმაციას ჟურნალისტი არიელ ჰელვანი...

პაპუაშვილი-დღეს ევროკავშირი გადართულია საქართველოს დაზიანების კურსზე

დღეს ბრიუსელი ცდილობს რომ დააზიანოს საქართველო ყველანაირად - ეკონომიკურად, პოლიტიკურად, სოციალურად დააზიანოს ქართველი ხალხი,...

ევროკავშირი შავი ზღვის უსაფრთხოების ჰაბის შესაქმნელად 50 მლნ ევროს გამოყოფს

ევროკავშირი სამოქალაქო გემებზე თავდასხმების გახშირების ფონზე, რუმინეთ-ბულგარეთის ერთობლივი შავი ზღვის საზღვაო უსაფრთხოების ჰაბის შექმნის...

ჟურნალისტ გურამ როგავაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს 5-წლიანი პატიმრობა მიესაჯა

ჟურნალისტ გურამ როგავაზე 2024 წლის საპროტესტო აქციაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს, გურამ კირკიტაძეს, 5-წლიანი პატიმრობა...