მთავარისიახლეებიპოლიტიკადავით გარეჯში აქტივისტებმა ცოცხალი ჯაჭვი გაავლეს

დავით გარეჯში აქტივისტებმა ცოცხალი ჯაჭვი გაავლეს

Published on

დავით გარეჯში სამოქალაქო აქტივისტებმა კიდევ ერთი ცოცხალი ჯაჭვი უშუალოდ იმ ბილიკზე გაავლეს, რომელიც სამონასტრო კომპლექსის იმ ნაწილს უკავშირდება, სადაც ორი კვირის წინ აზერბაიჯანელი მესაზღვრეები მომლოცველებსა და ტურისტებს არ უშვებდნენ. აქციის მონაწილეების განცხადებით, ამით დააფიქსირეს პოზიცია, რომ აღნიშნული ტერიტორია არის საქართველოს ისტორიული ნაწილი. მათ საქართველოს ჰიმნი შეასრულეს. მათი შეკრების მიზეზი სწორედ ის არის, რომ საზოგადოებას, როგორც საქართველოში, ასევე აზერბაიჯანში და მის ფარგლებს გარეთ, აჩვენონ, რომ დავით გარეჯი საქართველოა და რომ იქ გადაადგილების შეზღუდვა ცდება კეთილმეზობლურ ურთიერთობას. სამოქალაქო აქტივისტების ინტენსიურ რეჟიმში თვალს ადევნებდნენ აზერბაიჯანელი მესაზღვრეები. ტერიტორიაზე უსაფრთხოებისა და წესრიგის დაცვის მიზნით, ასევე მობილიზებული არიან ქართველი მესაზღვრეები.

სიახლეები

მასზე ადამიანურად გული მწყდება – კალაძე ღარიბაშვილზე

ივანიშვილის მერი, კახა კალაძე ექსპრემიერ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებებს კიდევ ერთხელ გამოეხმაურა. კალაძე ამბობს, რომ...

რუსეთის შეტევა ერთდროულად რამდენიმე მიმართულებაზე ჩავარდა — ISW

რუსეთის საოკუპაციო ძალებმა 4–5 სექტემბერს ფრონტის რამდენიმე მონაკვეთზე შეტევითი ოპერაციები განაგრძეს, თუმცა ტერიტორიული წინსვლა...

პარტია “გირჩი” სახელს იცვლის – ახალი სახელი “თავისუფალი ხალხის პარტია” იქნება

პარტია გირჩი სახელს იცვლის - მათი განცხადებით, თავისუფალი ხალხის პარტია ერქმევათ. "ჩვენ ყოველთვის თავისუფალი ხალხის...

კობახიძე ღარიბაშვილზე- დავიდა შავბნელი გაზეთის ბლოგერის დონეზე

ერთადერთი კომენტარი, რაც ამ წერილებთან დაკავშირებით შემიძლია ვთქვა, არის ის, რომ ეს არის სასაცილო...