მთავარისიახლეებიპოლიტიკალევან ბეჟაშვილმა ჟურნალისტებს მთელი საქართველოს მასშტაბით საარჩევნო უბნებზე ხმის დაცვის სისტემა წარუდგინა...

ლევან ბეჟაშვილმა ჟურნალისტებს მთელი საქართველოს მასშტაბით საარჩევნო უბნებზე ხმის დაცვის სისტემა წარუდგინა [Video]

Published on

გაერთიანებული ოპოზიციის ზუგდიდის შტაბში ბრიფინგი გაიმართა.ერთიანი ნაციონალური მოძრაობის პოლიტსაბჭოს წევრმა  ლევან ბეჟაშვილმა ჟურნალისტებს მთელი საქართველოს მასშტაბით საარჩევნო უბნებზე ხმის დაცვის სისტემა წარუდგინა.
მისი თქმით, საარჩევნო უბნებზე იქნება 214 კომისიის წევრი, რომელიც არ არის ,,ქართული ოცნების,, მიერ მართული. 1489 კანდიდატის და გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენელი. 1500-ზე მეტი მოხალისე და ამავე რაოდენობის არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები. ზუგდიდში არჩევნებს დააკვირდება 5000- მდე ადამიანი
 
,,ზუგდიდმა უნდა აჩვენოს მაგალითი საქართველოს, რომ ოპოზიციის გამარჯვებით შეიძლება ცვლილებების განხორციელება.თქვენ იცით, რომ ოპოზიციას წინა არჩევნებზე მოპარეს ხმები, ამიტომ ამ არჩევნებზე უპრეცედენტო რაოდენობის დამკვირვებელი ეყოლება უბნის შიგნით და გარეთ ზუგდიდში, რაც იქნება გარანტი რომ ხმები იქნება დაცული, ამიტომ თითოეული ადამიანის ხმა არის გადამწყვეტი,, – განაცხადა ლევან ბეჟაშვილმა.
ბეჟაშვილის თქმით, ყველა უცხოურ  საერთაშორისო ორგანიზაციას მიაწვდიან ინფორმაციას დარღვევისა და მოსყიდვის შესახებ.ა სევე პარტიის თხოვნით, ამ არჩევნებზე საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები მასშტაბურად იქნებიან წარმოდგენილი
 
 
 

სიახლეები

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან - ინფორმაციას ჟურნალისტი არიელ ჰელვანი...

პაპუაშვილი-დღეს ევროკავშირი გადართულია საქართველოს დაზიანების კურსზე

დღეს ბრიუსელი ცდილობს რომ დააზიანოს საქართველო ყველანაირად - ეკონომიკურად, პოლიტიკურად, სოციალურად დააზიანოს ქართველი ხალხი,...

ევროკავშირი შავი ზღვის უსაფრთხოების ჰაბის შესაქმნელად 50 მლნ ევროს გამოყოფს

ევროკავშირი სამოქალაქო გემებზე თავდასხმების გახშირების ფონზე, რუმინეთ-ბულგარეთის ერთობლივი შავი ზღვის საზღვაო უსაფრთხოების ჰაბის შექმნის...

ჟურნალისტ გურამ როგავაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს 5-წლიანი პატიმრობა მიესაჯა

ჟურნალისტ გურამ როგავაზე 2024 წლის საპროტესტო აქციაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს, გურამ კირკიტაძეს, 5-წლიანი პატიმრობა...